სოფელ ვაქირში სამელიორაციო არხები წესრიგდება

20 May 2021 17:31

შპს „საქართველოს მელიორაცია“ რწყვის სეზონის პარალელურად  სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში, საირიგაციო სისტემის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.


ნატანი მასისა და ხე-ბუჩქნარისაგან 3500 მეტრი სიგრძის ორმაგი დანიშნულების, სადრენაჟე და სარწყავი არხები იწმინდება.


მიმდინარე სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს,რაც სოფელ ვაქირში 120 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის ჭარბი წყლისგან დაცვას, ხოლო 45 ჰექტარ სავარგულზე სარწყავი წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს.   


სამუშაოები, რომელსაც საქართველოს მელიორაცია ახორციელებს ივნისის შუა რიცხვებში დასრულდება.





კომენტარები:

ფართი შოპი