“ჯერ სვანები ცალკე ერად მოიხსენია, შემდეგ კი თქვა რომ ეგენი ღარიბი ხალხია და მაგათი ყიდვა ადვილიაო!” – ზვიად ტომარაძე

20 May 2021 17:48

საზოგადოება „ერი და სახელმწიფოს“ თავმჯდომარე ზვიად ტომარაძე:

“2 დღის წინ ტელეკომპანია კავკასიაზე, დავით აქუბარდიამ საკუთარ გადაცემაში, სადაც სტუმრად ვალერი გელბახიანი ჰყავდა, ჯერ სვანები ცალკე ერად მოიხსენია, შემდეგ კი ეკომიგრანტები უწოდა და თქვა რომ ეგენი ღარიბი ხალხია და მაგათი ყიდვა ადვილიაო!!!


ასეთ შეურაცხყოფაზე გელბახიანმა მხოლოდ იმით უპასუხა, რომ თქვა არ ვიცი ქართველი იყო თუ სვანიო!!!


ასეთი შეურაცხყოფის გამო მოსთხოვ პასუხს და მერე იტყვიან იძალადაო…


ხლისტებს შეუძლიათ გლანძღონ, ყველაფერი გაკადრონ, ღირსება შეგილახონ და თუ ღირსება დაიცავი, მოძალადე ხარ, აი ეს არის თანამედროვე სამართალი!”


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი