ერთი ტომარა ფქვილის ფასი თუ 50 ლარამდე არ შემცირდა, პურზე ფასი გაიზრდება - „პურის მცხობელთა ასოციაცია“

20 May 2021 18:35

ფქვილის სუბსიდირება უკვე 6 თვეა მიმდინარეობს, თუმცა თუ პირობები არ შეიცვლება, ან მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი მნიშვნელოვნად არ დაიკლებს, მწარმოებლებს პურზე ფასის მატება მოუწევთ.


ასეთია, პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადება, რომელიც მან რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანისუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ გააკეთა.


მალხაზ დოლიძის თქმით, 10 თეთრით ზრდა სჭირდება წარმოებას, რომ თავი გადაირჩინოს.


,, ყველა რეალური პირობაა იმისთვის, რომ პური გაძვირდეს. გაძვირებულია ყველა ინგრედიენტი და ასევე, გაძვირებულია ენერგომატარებლები, გაიზარდა საწვავის ფასი მას შედეგ, რაც სუბსიდირება დაიწყო.


სუბსიდირების ბოლო ეტაპზე, ჩვენ უკვე ვითხოვეთ, რომ გამოყოფილი 20 ლარიდან 2 ლარი ყოფილიყო ჩვენი შეღავათი სამუშაოდ, თუმცა ეს არ მოხდა. ამის შემდეგ, წარმოებისთვის 1 პურზე 10 თეთრით ზრდა სჭირდება წარმოებას, რომ თავი გადაირჩინოს. ეს შეიძლება ასე არაფერს ნიშნავდეს, თუმცა ჯამური თანხა ყველა საცხობისთვის, მითუმეტეს მცირე საცხობებისთვის დამიჯერეთ მნიშვნელოვანია. მე არ ვამბობ, რომ პური ხვალ გაძვირდება, მაგრამ ვამბობ რა ხდება ბაზარზე და რა უჭირს ჩვენს სექტორს, რომელიც მომხმარებლის პირისპირაა.


მსოფლიოს ბირჟებზე, გარკვეული, დაღმავალი ტენდენცია შეინიშნება ხორბლის ფასების კუთხით და იმ შემთხვევაში, თუ ფქვილის ფასი 50 ლარზე დავიდა, ფასების მატებაზე საუბარი იქნება“- განაცხადა დოლიძემ ,,საქმეში“.




კომენტარები:

ფართი შოპი