მიომისა და კისტის მკურნალობის ხალხური გზები

20 May 2021 23:39

მიომა კეთილთვისებიანი სიმსივნეA, რომელიც საშვილოსნოში ჩნდება. ეს დაავადება ძალიან ბევრ ქალს აწუხებს. მედიცინა მიომის განვითარების მთავარ მიზეზად კონტრაცეპტივებს და ხორცს, განსაკუთრებით კი ქათამს მიიჩნევს.


ჭარბწონიანი ქალები ფიბრომის განვითარების უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან. თუმცა, სხვა რისკ-ფაქტორებიც არსებობს, როგორიცაა ასაკი და ემოციური მდგომარეობა – სტრესი, წყენა, ზედმეტი ნერვიულობა, გადაჭარბებული თვითკრიტიკა.


რაც შეეხება კისტებს – ეს სერიოზული პრობლემაა, რომელიც ქალს ნებისმიერ ასაკში შეიძლება, დაემართოს. თუმცა, საკვერცხეზე მისი განვითარების რისკი უფრო მეტად მენოპაუზის შემდეგ იზრდება.


ის წააგავს პაწაწინა ბურთებს, რომელიც სავსეა სითხით, შეიძლება განვითარდეს როგორც საკვერცხის შიგნით, ისე გარეთ. ეს პროცესი მაშინ ხდება, როდესაც ქალი ოვულაციის პერიოდს გადის, ჩნდება პატარა ფოლიკულები. მათ ზრდისკენ აქვთ ტენდენცია და საკვერცხეებში კისტების განვითარების ინიცირებას ახდენენ. მკვეთრი ტკივილი მუცლის არეში შესაძლოა, კისტების არსებობაზე მეტყველებდეს.


არსებობს ბუნებრივი მეთოდები, რომელიც ხელს უწყობს როგორც საშვილოსნოს მიომის, ისე საკვერცხეების კისტების გაქრობის პროცესს.


მწვანე ჩაი

ის ჩვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო მცენარეა. გარდა იმისა, რომ ამსუბუქებს მენსტრუალური ციკლის სიმპტომებს, ქალის რეპროდუქციული სისტემის დაავადებებთან ბრძოლის არაჩვეულებრივი საშუალებაა.


მწვანე ჩაის დალევა ზომიერად ყოველდღე შეგიძლიათ, რადგან მისმა ჭარბი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა, არასასიამოვნო უკუჩვენება გამოიწვიოს. განსაკუთრებით, თუ თქვენი ორგანიზმი ისეთი მკვებავი ნივთიერებების ნაკლებობას განიცდის, როგორიცაა რკინა, ამან შესაძლოა, ანემია გამოიწვიოს.


მოამზადეთ მწვანე ჩაი ცერეცოსთან ერთად პროპორციით – 1:2. თუ მას პიტნას, ლიმონის წვენს და თაფლსაც დაუმატებთ, არაჩვეულებრივი სასმელი გამოვა. გაითვალისწინეთ, ცერეცოს ჩაი არ უნდა მიიღონ ფეხმძიმე ქალებმა და მათ, ვისაც ეპილეფსია აწუხებს.


ჭარხალი და თაფლი

მოამზადეთ სამკურნალო სასმელი. ამისთვის დაგჭირდებათ ერთი ლიტრი ჭარხლის წვენი და მეოთხედი ლიტრი თაფლი. მოამზადეთ ჭარხლის წვენი, ჩაასხით ბლენდერში თაფლთან ერთად და კარგად აურიეთ. სასმელი მზადაა. მიიღეთ 1 ჭიქა სამკურნალო წვენი ყოველი ჭამის დროს. 2 თვის შემდეგ თქვენ შედეგს ნახავთ.


პარალელურად, რეკომენდებულია სწორი კვება, რაც გულისხმობს შაქრის, გადამუშავებული ხორც-პროდუქტებისა და თეთრი ფქვილისგან დამზადებული ნაწარმის მინიმუმამდე შემცირება. რაციონში ჩართეთ მეტი ბოსტნეული, ხილი, თხილეული, მარცვლეული.

ნიახური და ნესვი

მოათავსეთ ბლენდერში 1 ფინჯანი დაჭრილი ნესვი და 2 ღერი ნიახური. თუ საჭიროა, დაუმატეთ ცოტაოდენი გაფილტრული წყალი. რეკომენებულია ნაზავის მაშინვე მიღება. გახსოვდეთ: ნიახური არ უნდა მიიღონ ფეხმძიმე ქალებმა


ოროვანდის ფესვი

ეს არაჩვეულებრივი საშუალებაა ორგანიზმის გასაძლიერებლად და კისტებისა და მიომების გასაქრობად.


ამისთვის, 1 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ოროვანდის ფესვი მოათავსეთ თერმოსში და დაასხით 500 მილილიტრი მდუღარე წყალი. გააჩერეთ 10 საათი. მიიღეთ 100 მილილიტრი დღეში 3-4-ჯერ ერთი თვის განმავლობაში. ორკვირიანი შესვენების შემდეგ შეგიძლიათ, კურსი კვლავ გაიმეოროთ. მკურნალობა განაგრძეთ მანამ, სანამ მთლიანად არ გაქრება კისტები და მიომები.


თბილისელები




კომენტარები:

ფართი შოპი