"ნარკოტიკების რეალიზაცია თავისუფლად ხდება ყველგან - "ჯემფესტიდან“ დაწყებული, უბნის „აფთიაქით“ დამთავრებული"

12 May 2018 17:05

გიორგი ჩახაია, ფინანსისტი:


_თუ ხელისუფლება ან მინიმუმ მისი ცალკეული წარმომადგენელი არ მფარველობდა ნარკოტიკების რეალიზაციას, 3 თვე კი არა, რამდენი ხანია რიგითი ადამიანები გაყვირიან რომ ნარკოტიკების რეალიზაცია თავისუფლად ხდება ამა თუ იმ ობიექტზე. „ჯემფესტიდან“ დაწყებული, უბნის „აფთიაქით“ დამთავრებული. 


ვინმეს მიმართ ცილისწამება არ მინდა გამომივიდეს, როდესაც გამოძიებით დადასტურებული ფაქტები არ მაქვს და ამიტომაც, ჩემ სუბიექტურ მოსაზრებას დავწერ:


ბოლოდროინდელი მასშტაბური ოპერაციები ჩემი აზრით მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება და ზოგადად „ქოცების“ დაბალ რეიტინგს. ეტყობა მოსახლეობის შეეშინდათ, „ბარიგების“ მთავრობის სახელი თუ დაგვერქვა, წასულია ჩვენი ისედაც წასული საქმეო.


და თუ ასეა, ანუ რა გამოდის, თუ არა მოსახლეობის შიში, ანუ ნარკოტიკების რეალიზაციის მფარველობა ნორმალურად მიგაჩნიათ ხო?! 


თუ ასე არაა, აქამდე სად იყავით, აქამდე ნარკოტიკები არ იყიდებოდა თუ?! :) თითო-ოროლა ნარკორეალიზატორის დაკავება არ ითვლება, ასეთ მასშტაბურ ღონისძიებებზე ვსაუბრობ.


ნუ ეს ჩემი მოსაზრებაა, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს, მომავალში „ქოცების“ ხელისუფლება თუ როგორ აღკვეთავს ნარკოტიკების რეალიზაციას.


არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო მეტად გამოჩნდება. 


კომენტარები:

ფართი შოპი