იაგო ხვიჩია - ცესკო-ს თავმჯდომარის გადაყენება ყველაზე მეტად „ქართულ ოცნებას“ აწყობს - არ მგონია, რომ თამარ ჟვანიასთვის ბოდიში მქონდეს მოსახდელი

21 May 2021 00:14

ჩემი აზრით, ცესკო-ს თავმჯდომარის გადაყენება ყველაზე მეტად „ქართულ ოცნებას“ აწყობს, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ “პალიტრანიუსის გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.


ხვიჩიას თქით, ასე ფიქრობს იქიდან გამომდინარე, რომ „მათაც ხომ შეუქმნა პრობლემა, მათ შორის რეპუტაციული”.


„ამათ რეპუტაციული პრობლემით არ უღირთ ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობა. სხვაც რომ დანიშნონ, ცესკოს-ს თავმჯდომარე, კონკრეტული ერთი ადამიანი რამე განსაკუთრებულს ხომ ვერაფერს ვერ გააკეთებს. თამარ ჟვანია შეუცვლელი ხომ არ იქნება, ეს ხომ ასეთი ტიპის თანამდებობა არ არის. ამიტომ მგონია, რომ ამ საკითხს თვითონაც სხვანაირად დააყენებენ. კანონმდებლობა იცვლება, თავმჯდომარის არჩევის წესი იცვლება და ა.შ. ამიტომ არ მინდა, ოპოზიციამ ჩათვალოს, რომ თამარ ჟვანიას წასვლა გამარჯვება იქნება. არ მჯერა, რომ თავმჯდომარის იმედად უნდა ვიყო. თავმჯდომარეს ახალს რომ დანიშნავენ, იმის იმედად რომ უნდა იყო, რომ ის ხმას დაიცავს, ამის არ მჯერა. საარჩევნო კანონმდებლობაში სხვა ისეთ ცვლილებებზე ვმუშაობთ ახლა, რომელიც მაგასთან კავშირში არ იქნება“, - აღნიშნავს ხვიჩია.


ამასთან მისივე თქმით, თამარ ჟვანია „რეპუტაციულად დაზიანებულია“.


ამსთან იაგო ხვიჩია გამოეხმაურა მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებებს, რომლის თანახმადაც ცესკო-ს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოუხადოს. როგორც ხვიჩია ამბობს, მას ბოდიშის მოსახდელი არ აქვს.

„მე არ მგონია, რომ თამარ ჟვანიასთვის ისეთი შეურაცხყოფა მქონდეს მიყენებული, რომ ბოდიში მქონდეს მოსახდელი. შეიძლება,ოპოზიციაში იყვნენ ადამიანები, რომელსაც ასეთი რამ აქვთ გასაკეთებელი. მე არ ჩამითვლია, რომ ეს ჩემი მისამართით იყო ნათქვამი, რადგან ასეთი რამ არ მახსენდება. თუმცა, მგონია, რომ ეს პოლიტიკური კინკლაობის ნაწილია - ერთმანეთზე გადაბრალების, კინკლაობის ნაწილი, რომელსაც სერიოზულ ყურადღებას არ მივაქცევდი“, - განაცხადა ხვიჩიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი