ალეკო ელისაშვილი: როგორ მაინტერესებს, ნაციონალები რა ნამუსით შემოვლენ პარლამენტში, ოთხი თვე ჩვენ წყევლაში გალურჯებული ჰქონდათ ტუჩები

21 May 2021 01:22

როგორ მაინტერესებს, ნაციონალები რა ნამუსით შემოვლენ პარლამენტში?! ოთხი თვე ჩვენ წყევლაში გალურჯებული ჰქონდათ ტუჩები, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა „ტვ პირველს“ განუცხადა.


მისი თქმით, საარჩევნო რეფორმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსაც მოსწონთ, უბრალოდ ამას საჯაროდ არ იტყვიან.


„დღეს საარჩევნო რეფორმა არის მართლაც ჩაწიკწიკებული, იდეალური. ამ რეფორმას ყველა ტაშს უკრავს: უცხოელებიც, ქართველებიც, ჩვენი ოპონენტებიც. ყველა აღიარებს, რომ ეს არის დეტალებამდე ჩაშლილი. მე არ დავიბრალებ, ლევან იოსელიანი და შალვა პაპუაშვილი იყვნენ ჩართულები, კომისიის თანათავმჯდომარეები იყვნენ და ბოლო დეტალამდეა ჩაშლილი და ყველა ერთხმად იწონებს, აბსოლუტურად ყველა, - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც, ამას საჯაროდ არ იტყვიან, მაგრამ კაჭრეთში დადიან შეხვედრებზე და იქაც ყველა იწონებს. ეს არის საშვილიშვილო საქმე, რომელიც გავაკეთეთ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.


საარჩევნო რეფორმის დოკუმენტი რეკომენდაციებისთვის ვენეციის კომისიას გადაეგზავნა.


 imedinews.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი