ეკვადორის პოლიციამ რუსეთში გასაგზავნ ბანანის ყუთებში მილიონობით დოლარის ღირებულების კოკაინი აღმოაჩინა

21 May 2021 11:49

ეკვადორის პოლიციამ რუსეთსა და ბელგიაში გასაგზავნ ტვირთში კოკაინის 800-ზე მეტი შეკვრა აღმოაჩინა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ტელეკომპანია Ecuavisa-ზე დაყრდნობით ავრცელებს.


მათივე ინფორმაციით, კოკაინი, რომელსაც ბანანის ყუთებში მალავდნენ, ქალაქ გუაიაკილის პორტში ნახეს.


ტვირთის წონა არ კონკრეტდება, თუმცა ტელეკომპანიის ცნობით, მისი ღირებულება, სავარაუდოდ, რამდენიმე მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.


ipn.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი