ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების ვაქცინაცია გრძელდება

21 May 2021 12:16

ტურიზმის სექტორის- ტურისტული კომპანიების, განთავსებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლები კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით იცრებიან.


უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფებს შორის ერთ-ერთი ტურიზმის ინდუსტრია არის. ბოლო მონაცემებით, ვაქცინაციის მისაღებად ტურიზმის სექტორის 3 ათასამდე წარმომადგენელია რეგისტრირებული, რომლებთაც აცრა ეტაპობრივად, ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინირებით ჩაუტარდებათ.


„გრძელდება ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების, როგორც პრიორიტეტული ჯგუფის ვაქცინაციის პროცესი. რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგის სწრაფ აღდგენას. სასიხარულოა კერძო სექტორის მაღალი აქტივობა.“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა  თამარ ყორიაულმა.


„რესპუბლიკური საავადმყოფო სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ქვეშ აგრძელებს ესენციური ჯგუფების ვაქცინაციას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჯგუფია ტურიზმის სექტორი, აქტიურად მიმდინარეობს ეს პროცესი და მნიშვნელოვანი რაოდენობის ადამიანია რეგისტრირებული. ვფიქრობთ მოკლე ხანში დავაკმაყოფილებთ ამ სექტორის მოთხოვნას ვაქცინაციისათვის.“-აცხადებს ჯავარა უგრეხელიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე ხარისხის კონტროლის დარგში.




კომენტარები:

ფართი შოპი