კახა კუჭავა - ოპოზიციისგან გაკეთდა განცხადებები, რომ მათ არჩევნების გაყალბების ფაქტი ვერ დაამტკიცეს და პარლამენტში ამიტომ დაბრუნდნენ

21 May 2021 15:39

ოპოზიციის მხრიდან გაკეთდა განცხადებები იმის შესახებ, რომ მათ არჩევნების გაყალბების ფაქტი ვერ დაამტკიცეს და პარლამენტში ამიტომ დაბრუნდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა EURACTIV-თან ინტერვიუში აცხადებს.


მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ნამდვილად რჩება პარლამენტს მიღმა, რადგან პარლამენტის წინ ჯერ კიდევ დგას მათი კარვები.


ამასთანავე, კუჭავა დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს თვითმართველობის არჩევნებში და იმ შემთხვევაში, თუ „ოცნება“ 43%-ზე ნაკლებით მოიგებს, „ეს გამოიწვევს შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტის გააქტიურებას და დაიწყება მოლაპარაკება რიგგარეშე არჩევნების თარიღზე შეთანხმებისთვის“.


„ადრეული გამოკითხვების გათვალისწინებით, რომლებიც რეგულარულად ტარდება, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს მოლოდინი 43%-ზე ნაკლების აღებასთან დაკავშირებით.


ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა მნიშვნელოვანი განცხადებები იმის შესახებ, რომ მათ ვერ დაამტკიცეს, რომ არჩევნები გაყალბდა და ამიტომ ისინი კვლავ პარლამენტში დაბრუნდნენ და მათი აზრით, მათ შეთანხმებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ნამდვილად გარეთ რჩება, ჩვენ კვლავ ვხედავთ კარვებს პარლამენტის წინ“, - განაცხადა კუჭავამ.





კომენტარები:

ფართი შოპი