საქართველოს ფოსტამ პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ საფოსტო მარკა გამოსცა

21 May 2021 16:04

საქართველო 2020 წელს პირველად შეუერთდა ევროპელ მკვლევართა ღამეს პროექტით „მეცნიერება კაპიტანია“. ამ მოვლენის აღსანიშნავად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს ფოსტამ  საფოსტო მარკა გამოსცა, რომელიც ქვეყნის უახლესი ისტორიის თვალსაჩინო ატრიბუტს წარმოადგენს.


ახალი საფოსტო მარკა 10 000-იანი ტირაჟით გამოიცა და ის მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს ფოსტის სერვისცენტრებშია ხელმისაწვდომი. მარკის დიზაინზე გიორგი მამულაიშვილმა იმუშავა.


მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის “Horizon 2020” გამარჯვებული პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში საქართველოს 6 ქალაქში არაერთი საგანმანათლებლო, შემეცნებითი და სახალისო აქტივობა ჩატარდა. საქართველო ისტორიაში პირველად გამოჩნდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და “Horizon 2020” პროგრამის ასოცირებულ ქვეყნებთან ერთად სინქრონულ რეჟიმში მიმდინარე ღონისძიებების რუკაზე.




კომენტარები:

ფართი შოპი