როგორ “დალაგდებიან” სააკაშვილი და მელია და შეძლებს თუ არა ის, ოპოზიციის გამაერთიანებლის როლის შესრულებას?!

21 May 2021 17:39

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, “პალიტრანიუსთან” ამბობს:

მას შემდეგ, რაც ნიკლა მელიამ საპატიმრო დატოვა, მას აქვს 2 რთული ამოცანა გადასაწყვეტი – 1. მიმდინარე პარტიული დისკუსიის დასრულება, პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით და ეს არ არის მარტივი დილემა და 2. სირთულეები, რომელიც გაჩნდა ოპოზიციაში, გადასალახია, მან უნდა აღადგინოს ოპოზიციის თანხმობის მაგიდა. მიშელის შეთანხმების მიხედვით 43 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შეუძლებლობას ხელისუფლების მხრიდან, ნამდვილად სჭირედება ოპოზიციაში კარგი კოორდინაცია.


რაც შეეხება პირველ საკითხს, მის გადასაწყვეტად საჭიროა კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილთან, ეს ბუნებრივია და ვნახეთ, რომ შედგა მისი ვიზიტი კიევში და იქ სავარაუდოდ, ამ საკითხზე ყალიბდებოდნენ და რა თქმა უნდა, ამას თავისი შლეიფი ახლავს ტექნიკური საკითხების. გვისაუბრია სააკაშვილის პარადოქსზე, როდესაც ის”ენმ”-ის ამომრჩევლისთვის მიზიდულობის ცენტრია და მეორეს მხრივ საფრთხობელას როლშია სამობილიზაციო ელექტორატისთვის და ეს არ აძლევს “ენმ”-ს არჩევნებში წარმატების მიღების საშუალებას. ვვარაუდობ, ამაზეც ისაუბრებენ.


ნიკა მელია მიდის სწორი მიმართულებით, როგორც ჩანს, ის და სააკაშვილი დალაგდებიან, გამოაცხადებენ გადაწყვეტილებას და მინიმალური დანაკარგებით (ვგულისხმობ ელექტორატს) შეეცდებიან გამოვიდნენ ამ რთული ვითარებიდან.


უფრო მძიმედ არის საქმე საერთო ოპოზიციური მაგიდის აღდგენასთან დაკავშირებით. უცნაური განცხადებები გვესმის და ამ შემთხვევაში მელია უფრო შემრიგებელია, ზოგიერთი ოპოზიციონერი ამბიციურია და კომფროტაციული, გუშინაც იყო ვაშაძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მიშელის დოკუმენტის შესასრულებლად, მას პირადად სრულიადაც არ სჭირდება ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში. მე არ ვიცი, სიტყვა გაურბის, თუ სხვა რამესთან გვაქვს საქმე, ესეც გამოჩნდება.


რაც შეეხება მთავარ ამოცანას, ადგილობრივი არჩევნები იმდენად არ არის მერების და საკრებულოების არჩევნები, რამდენადაც ეს არის მთავარი წინაპირობა იმისა, ხელისუფლება შეიცვალოს საარჩევნო გზით, თუ არა. ეს არჩევნები განსხვავდება სხვა ადგილობრივი არჩევნებისგან და სტრატეგიაც შესაბამისი უნდა იყოს დაგეგმილი.


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი