“ფეისბუქი” გავუთიშე ჩემ შვილებს და ცოლს და ვუთხარი, რომ ძაან სწორს ვაკეთებ… – ალეკო ელისაშვილი

21 May 2021 20:39

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი “ტვ პირველის” ეთერში, ამბობს:

“რთული პერიოდი გამოვიარეთ, ისეთ რაღაცეებს მაბრალებდნენ… მეც ადამიანი ვარ… რომ იჯდა გუგავა და რომ იჭინთებოდა, დანარჩენები კიდევ, გადმოცვენილი რომ ჰქონდა თვალები, გალურჯებული რომ ჰქონდათ ტუჩები და კონკრეტულ თანხებს რომ იძახიან, ვითომ რაც ავიღე… გიფიქრიათ ჩემი ოჯახი როგორ აღიქვამდა ამ ყველაფერს? ფეისბუქი გავუთიშე ჩემ შვილებს და ჩემ ცოლს, ის ჭუჭყი რომ არ მოესმინათ და ვეუბნები, არა, მამა, ძაან სწორს ვაკეთებ და ქვეყნისთვის ვაკეთებ. ყველამ დაინახა რომ მაგარი სწორები ვიყავით. ჩვენ, 2 კაცმა ჩავუტარეთ დანარჩენ ოპოზიციას საქართველოს სიყვარულის და პოლიტიკური პრაგმატიზმის მასტრეკლასი. ამის აღიარება არავის უნდა. ნახონ, როგორ შევცვალეთ 2 კაცმა პოლიტიკური მოცემულობა. ამას დავამტკიცებთ ყოველდღიურად. რა შედეგებიც გვექნება, დაანარჩენებმა ითვალონ. რომ დავბერდი და თმა მცვივა, ვიცი, მაგრამ… ყველამ ნახა რას გავუძელით და რა გამოვიაღეთ…”


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი