"ამხელა პოლიტიკური მხარდაჭერა არასდროს მქონია ამ ქვეყანაში" - მიხეილ სააკაშვილმა რადას დეპუტატებს რეფორმების პაკეტი გააცნო

21 May 2021 21:35

კიევში, უკრაინის რეფორმათა ეროვნულ საბჭოს ოფისში მიხეილ სააკაშვილისა და უკრაინის უმაღლესი რადას 60-მდე დეპუტატის შეკრება გაიმართა. მიხეილ საკაშვილმა მათ რეფორმების პაკეტი გააცნო და მხარდაჭერა სთხოვა.

"ვნახეთ, რომ დღეს რადას 60 დეპუტატი იყო აქ მოსული. თითქმის სამი საათი ვიმუშავეთ, ეს ხალხი ჩვენ მხარს გვიჭერს იმ რეფორმების გატარებაში, რომლების გატარებასაც უკრაინაში ვცდილობთ. რაღაც წარმატებები უკვე გვაქვს, მაგრამ მე უფრო მეტი მინდა... ამხელა მხარდაჭერა მე არასდროს მქონია ამ ქვეყანაში", - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა.

უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი გაერთიანება შედგება რადას თითქმის ყველა ფრაქციის წარმომადგენლისგან. მას სამი თანათავმჯდომარე ჰყავს - ზელენსკის პარტია "ხალხის მსახურიდან", იულია ტიმოშენკოს პარტია "სამშობლოდან" და პარტია "ხმიდან".

დეპუტატები დღეს პირველად შეიკრიბნენ მიხეილ სააკაშვილის ოფისში და გადაწყდა, რომ შეხვედრები სხვადასხვა რეგიონში რადასა და ადგილობრივი ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად გაიმართება.


მთავარი არხი




კომენტარები:

ფართი შოპი