თინა ბოკუჩავა - თუ ელისაშვილის იმედად დარჩა ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი, ის ვერ გაატარებს მათ ინტერესებს, მნიშვნელოვანია, მთავარი ოპოზიციური პარტია წარმოდგენილი იყოს პარლამენტში

22 May 2021 00:57

თუ ელისაშვილის იმედად დარჩა ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი, ის ვერ გაატარებს მათ ინტერესებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია წარმოდგენილი იყოს პარლამენტში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.


მისივე თქმით, ფუჭი მოლოდინი ჰქონდა მას ვინც ფიქრობდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამეტში შესვლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება კიევში გამოცხადდებოდა, რადგან პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილთან მხოლოდ კონსულტაციის გასავლელად ჩავიდა.


„ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ის გადაწყვეტილება, რასაც მთავარი ოპოზიციური ძალა მიიღებს დიდწილად განსაზღვრავს, მათ შორის, იმას რამდენად ეფექტური იქნება მთლიანად ოპოზიცია. იმედია, მალე მივიღებთ პარლამენტის შესვლასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილებას, თუმცა ასევე მივესალმები ნიკა მელიას გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება ფართო ჯგუფებთან ჰქონოდა კონსულტაცია, სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ.


ცოტა არ იყოს ფუჭი იყო ის მოლოდინი, რომელიც სწორედ კიევში ამ გადაწყვეტილების გამოცხადებას უკავშირდებოდა. რა თქმა უნდა, ქვეყნის მესამე პრეზიდენტთან ნიკა მელიას კონსულტაციაც ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ თითოეულ ჩვენთაგანს ძალიან კარგად ესმის რა არის მიხეილ სააკაშვილის ელექტორალური წონა, ამიტომ არის ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ მანიაკალური შიშით შეპყრობილი როცა საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილს. თავად მიხეილ სააკაშვილიც იმის მომხრეა, რომ რაც შეიძლება ფართო კონსულტაციების საფუძველზე იყოს ეს გადაწყვეტილება მიღებული, ამიტომ მე არ მქონია იმის მოლოდინი, რომ კიევიდან მოხდებოდა ამ გადაწყვეტილების გამოცხადება. ნიკამ გაიარა კონსულტაცია მიხეილ სააკაშვილთან ისევე როგორც ხელმომწერ პარტიებთან, არახელმომწერ პარტიებთან, უამრავ აქტივისტთან და სამოქალაქო ჯგუფებთან. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მთავარი ოპოზიციური პარტია წარმოდგენილი იყოს პარლამენტში, მათ შორის, უმნიშვნელოვანესად იმ რეფორმების გასატარებლად, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტშია გაწერილი. თუ ელისაშვილის იმედად დარჩა ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი პარლამენტში, რომელიც მაგალითად ამ საარჩევნო ცვლილებებს რომელზეც ჩვენ გადაბმულად 2 დღეა ვმუშაობთ და უამრავი შენიშვნა გვაქვს - ელისაშვილი ამბობს, რომ იდეალური და ჩაწიკწიკებულია - რა თქმა უნდა, ის ვერ გაატარებს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ინტერესს საკანონმდებლო ორგანოში. ჰაერს მოაწერა ხელი, სუფთა ფურცელი აიღო, მოაწერა ხელი და პარლამენტში შევიდა, რეფორმები მოვიპოვეო და ამით დაკარგა ის ამომრჩეველი, რაც ყავდა და დაარწმუნა საზოგადოება იმაში, რომ მეცნიერული ენით, რომ ვთქვათ კოოპტაცია მოახდინა მისი „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვეულებრივი ენით, რომ ვთქვათ შეისრუტა და შეიწოვა „ქართულმა ოცნებამ“ მთლიანად ალეკო ელისაშვილი“, - განაცხადა ბოკუჩავამ.




კომენტარები:

ფართი შოპი