გოგა გოგავა: ზალიკო უდუმაშვილზე, ყველაზე მეტად და ყველაზე ბინძურად, მაინც კოლეგა ჟურნალისტები წერენ და ქილიკობენ...

28 Jun 2017 17:46

ჯეელობაში ერთ მოდელს ვიცნობდი - "მის მსოფლიოზე" მიდიოდა. აუ, რა გოგოები იქნებიან იქ გასახდელში - მეთქი...


გასახდელში ხდება, რაც ხდებაო, ერთმანეთს წებოს უსხამენ ფეხსაცმელებში და სამართებლით კაბებს უსერავენო...


მეორე შემთხვევა იყო წლების წინ, ჯანსუღ კახიძის ცენტრში - კვარტეტის კონცერტის წინ, სიმები სხედან და ეს პიანისტი აიღებს აკორდს გავა... მერე შემოიყვანს ვიღაცას და ასე კარგა ხანს ამოწმებდნენ...
კონცერტის ბოლოს ვახტანგ კახიძეც შემოვიდა და ახლა იმან დაიწყო შემოწმება. მიხვდით ხომ? რაღაცა მამაძაღლობა ჰქონდა გაკეთებული ვიღაც კოლეგას კონცერტის წინ...


ჰოდა, რატომ გამახსენდა ეს შემთხვევები - კორპორატიული მხარდაჭერა, კორპორატიული ერთსულოვნება არა კვახი!


ზალიკო უდუმაშვილზე რომ იქილიკებდნენ, გალანძღავდნენ, ჭორებს მოუგონებდნენ, არავის არ უკვირს - საქართველოში ეს ნორმაა,  მაგრამ ყველაზე მეტად და ყველაზე ბინძურად მაინც კოლეგა ჟურნალისტები წერენ და ქილიკობენ.
აი ძალიან გულის ამრევად და ამაზრზენად...


და მაგათ ნაჯღაპნ-ნათქვამს ხომ პირდაპირი მნიშვნელობით იგებს ეს "ჯერ კიდევ" უმეცარ-მიამიტი და გაურკვეველ-გაუნათლებელი მასა?


მძიმე საყურებელი;
მძიმე წასაკითხი;
და მძიმე მოსასმენია...

 


tzona.org


კომენტარები:

ფართი შოპი