„ვხედავ, ავ თვალს რომ არ ენახვება წინ ისეთი მზეჭაბუკი მიდგას და მიღიმის“... - რა შეემთხვა ირინა სარიშვილს?

22 May 2021 09:52

პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს რომ გუშინ სახალისო ისტორია გადახდა თავს.

 

„ბაღიდან სიცხით გათანგული წევეთრიე მოკლე გზით ჭავჭავაძისკენ, თან მცხელა, თან რაღაცებს ვანგარიშობ ფიქრში, გადამაქვს–გადმომაქვს იქით–აქეთ მილიონები, ამ ფიქრებით ჩავუყევი გზასა და ნარნარად, შეიძლება ითქვას ეროტიულადაც, გადავეყუდე შლაგბაუმზე, ზეგარდმო ძალების წყალობით ყირამალას გადავრჩი, გავიმართე და ვხედავ წინ ავ თვალს რომ არ ენახვება ისეთი მზეჭაბუკი მიდგას და მიღიმის.

ყოველი შემთხვევისთვის გავკერე ზომიერად მკაცრი სახე რამე ზედმეტად ეროტიკული არ მაკადროს-თქვა, მსუბუქად გავუღიმე, ეს კიდე მომიახლოვდა და რას ფიქრობთ ირინა, შევა „ენმ“ პარლამენტში თუ არაო მეკითხება

შენი ბედი დაიწვას ერენა“, - წერს სარიშვილი.


 digest.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი