სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრს საპარლამენტო დელეგაცია ეწვია

22 May 2021 12:56

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრს  საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების  კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წევრები  ეწვივნენ.


ცენტრის დირექტორმა გიორგი ვაშაკიძემ მოწვეულ სტუმრებს სასწავლო ცენტრის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გააცნო და მიმდინარე პროექტების, სასწავლო პროგრამებისა და კურსების შესახებაც ისაუბრა.


„სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწებოდნენ სასწავლო პროცესს, მოესმინათ ცენტრის საქმიანობის, გეგმების და სამომავლო პროექტების შესახებ პრეზენტაცია. მათ, ასევე, დაათვალიერეს ცენტრის ინფრასტრუქტურა.


ვფიქრობთ, რომ არის მიმართულებები, რასთან დაკავშირებითაც პარლამენტთან უფრო აქტიურად ვითანამშრომლებთ, მათ შორის სხვადსხვა პროექტის, ერთობლივი ღონისძიებებისა და აქტივობების კუთხით“, - აღნიშნა გიორგი ვაშაკიძემ.


სტუმრებმა სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ცენტრის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას გაეცნენ.


შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე შენგელი ფიცხელაური ესწრებოდა.




კომენტარები:

ფართი შოპი