თავდაცვის მინისტრი - დღეს საფრანგეთიდან ჩამოვასვენეთ საქართველოს ეროვნული გმირი, გენერალი გიორგი კვინიტაძე, ეს ისტორიული მოვლენაა

22 May 2021 13:01

დღეს საფრანგეთიდან ჩამოვასვენეთ ჩვენი, საქართველოს ეროვნული გმირი, გენერალი გიორგი კვინიტაძე“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


მინისტრის ინფორმაციით, სამოქალაქო პანაშვიდი 22-26 მაისს სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.


„ დღეს საფრანგეთიდან ჩამოვასვენეთ ჩვენი, საქართველოს ეროვნული გმირი, გენერალი გიორგი კვინიტაძე. ეს არის ისტორიული მოვლენა ჩვენ უახლეს ისტორიაში. 22-26 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდი, 26 მაისს გენერლის ნეშტს გადავასვენებთ მთაწმინდის პანთეონში“,-აღნიშნავს ბურჭულაძე.


ცნობისთვის, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან სამშობლოში ჩამოასვენეს. ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი გენერლის პატივის მისაგებად ოფიციალური ღონისძიება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და გენერლის ოჯახის წევრები დაესწრნენ.




კომენტარები:

ფართი შოპი