კახა კუჭავა - ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი გენერლის ნეშტი დაუბრუნდა საქართველოს

22 May 2021 13:54

მოხარულები ვართ, რომ ჩვენი გმირის ნეშტი დაუბრუნდა საქართველოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ჟურნალისტებს აეროპორტში განუცხადა, სადაც გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი ჩამოასვენეს.


„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს. ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი გენერლის ნეშტი დაუბრუნდა საქართველოს, ეს არის დღეები, როცა განსაკუთრებულ, ემოციურ დატვირთვას იწვევს. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი გმირის ნეშტი დაუბრუნდა საქართველოს“, - განაცხადა კუჭავამ.




კომენტარები:

ფართი შოპი