„სულ მახსენდება ქორწილი... ვირუსით გარდაიცვალა 40 ადამიანიო“ - რას წერს ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც COVID - 19-ის დამარცხების შემდეგ აიცრა

22 May 2021 14:26

მსხიობმა ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად მე­უღ­ლეს­თან და შვილ­თან ერ­თად აშშ-ში ცხოვ­რობს, კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა გა­ი­კე­თა, ის ფაიზერით აიცრა.


როგორც ნუკი წერს, იმისთვის, რომ პანმდემია დასრულდეს აუცილებელია აცრა.


„დაიჯესტი“ ნუკი კოშკელიშვილის სტატუსს უცველელად გთავაზობთ:


„აცრა გავიკეთე, ახლა 15 წუთი უნდა ვიჯდე, დამაკვირდებიან ალერგიული რეაქცია ხომ არ მაქვს. დრო მაქვს და დავწერ. კი მართალია გადავიტანე კოვიდი, ჩემთვის არც არაფერი განსაკუთრებული სირთულის ყოფილა, კი ბევრმა მომწერა არ გინდა გაკეთება ანტისხეულები გაქვსო, მაგრამ მხოლოდ ჩემ თავზე ვერ ვიფიქრებ.


თბილისში ჩამოვალ გავალ გამოვალ, ჩემ ოჯახის წევრებს რომ მივუტანო, უცხო ადამიანს რომ გადავდო. აი ამ დარდის გამო გავიკეთე, თორემ მე რომ კარგად ვიქნები ეგ ვიცი.


გაუფრთხილდით თქვენ გარშემო მყოფებს. სულ მახსენდება ქორწილში 50 კაცი იყოვო, იქიდან 3-კოვიდი დაუდასტურდა, გარდაიცვალა 40 ადამიანი, არც ერთი გარდასვლილთაგან ქორწილში არ იყო. გადადებაა მთავარი.


ჩვენი გადაწყვეტილებები სხვაზეც აისახება. დავასრულოთ პანდემია. ისე ვწერ იფიქრებს ვინმე გადაუხადეს რეკლამა/პროპაგანდაში. არ გადამიხადეს, ასე ვფიქრობ.


პ.ს ნებისმიერი ვაქცინა რომელიც ცოტათი მაინც დაგიცავთ, უნდა გაიკეთოდ, რომ შესუსტდეს ვირუსი, თუმცა დაძალებაც არასწორად მიმაჩნია და მათი განკიცხვაც, ვისაც ეშინია. რჩევა მივცეთ და პატივი ვცეთ სხვის არჩევანს.
პ.ს ბენმა ნეტა ვაი ფაის თუ დავიჭერთ სხეულით ახლა უფასოთო,“- წერს ნუკი კოშკელიშვილი.





კომენტარები:

ფართი შოპი