"არ ვაპირებ პარლამენტში შესვლას... უარს ვამბობ ყველანაირ თანამდებობასა და პარლამენტარის ხელფასზე" - კახა ოქრიაშვილი

22 May 2021 15:36

პარ­ტია „პროგ­რე­სი და თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ ლი­დე­რი კახა ოქ­რი­აშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა-არ­შეს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით სპე­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.


„მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ვუ­ზი­ა­რო ჩემი მო­საზ­რე­ბა პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა-არ­შეს­ვლის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით.


პირ­ველ რიგ­ში, გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა ოპო­ზი­ცი­ამ მი­ი­ღო სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ჩა­ა­ტა­როს კვლე­ვა და ჰკი­თხოს აზრი სა­კუ­თარ ამომ­რჩე­ველს. კი­ევ­ში მე­ლი­ას­თან და სა­ა­კაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რა­ზე, რო­მელ­საც ვეს­წრე­ბო­დი, რო­გორც პარტნი­ო­რი პარ­ტი­ის „პროგ­რე­სი და თა­ვი­სუფ­ლე­ბა“ ლი­დე­რი, ეს სა­კი­თხიც იქნა გან­ხი­ლუ­ლი. კვლე­ვის შე­დე­გებს პარ­ტი­ის არ­ჩე­უ­ლი თავ­მჯდო­მა­რე რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­ა­სა­ჯა­რო­ებს.


ჩვენ გან­ვი­ხი­ლეთ სამი გზა - პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა, არ­შეს­ვლა და ე.წ. ჰიბ­რი­დუ­ლი ვა­რი­ან­ტი, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს არ­შეს­ვლას, მაგ­რამ მუ­შა­ო­ბას მხო­ლოდ ორი სა­კი­თხის, სა­სა­მარ­თლო და სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის რე­ა­ლუ­რი რე­ფორ­მის გარ­შე­მო.


რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს პი­რად მო­საზ­რე­ბას, მე არ ვა­პი­რებ პარ­ლა­მენ­ტში ისე შეს­ვლას, რო­გორც ეს და­ნარ­ჩენ­მა პარ­ტი­ებ­მა გა­ა­კე­თეს: არ ვა­პი­რებ ფრაქ­ცი­ის შექ­მნას, უარს ვამ­ბობ ყვე­ლა­ნა­ირ თა­ნამ­დე­ბო­ბა­სა და პარ­ლა­მენ­ტა­რის ხელ­ფას­ზე, ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია მუ­შა­ო­ბა კო­მი­ტე­ტებ­ში.


შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ში, ჩემ­თვის მი­სა­ღე­ბია მე­სა­მე, ჰიბ­რი­დუ­ლი ვა­რი­ან­ტი, შე­მოდ­გო­მის 43%-იან პლე­ბის­ცი­ტამ­დე, მაგ­რამ თუ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ პლე­ბის­ცი­ტის შე­დე­გებ­საც ისე­ვე გაგ­ვი­ყალ­ბებს, რო­გორც ეს 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე გა­ა­კე­თა, მა­შინ ხალ­ხი­ცა და ოპო­ზი­ცი­აც ქუ­ჩა­ში უნდა გა­ვი­დეთ!“ - გა­ნა­ცხა­და ოქ­რი­აშ­ვილ­მა.




კომენტარები:

ფართი შოპი