ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ყველაზე მეტად შეკრული გუნდია “ქართულ ოცნება”; ყველას გვაქვს აბსოლუტურად ნათლად განსაზღვრული ჩვენი უფლებები, ფუნქციები და გვაქვს სრული ერთსულოვნება

22 May 2021 17:22

დღეს ყველაზე მეტად შეკრული გუნდია “ქართულ ოცნება”, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აჭარაში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც “ქართულ ოცნებაში” შესაძლო დაპირისპირებას ეხებოდა. 


მან ხაზი გაუსვა,  რომ დღეს “ქართული ოცნება” ისეთი შეკრული გუნდია, როგორც არასდროს არ ყოფილა. 


“ნაციონალურ მოძრაობის შიგნით არის აბსოლუტური ქაოსი. ახლა ნახეთ რაც მოხდა ხომ, დაიბარეს მელია, სააკაშვილმა ძალიან მკაცრი ლექციები წაუკითხა და გამოუშვეს.

დღეს ყველაზე მეტად შეკრული გუნდია “ქართულ ოცნება”. ყველა ლიდერს, ჩვენ ყველას გვაქვს აბსოლუტურად ნათლად განსაზღვრული ჩვენი უფლებები, ფუნქციები და გვაქვს სრული ერთსულოვნება. ძალიან შეკრული გუნდი ვართ , ისეთი, როგორც არასდროს არ ყოფილა”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე უპასუხა შეკითხვას, რომელიც გიორგი გახარიას ეხებოდა და აღნიშნა, რომ ყველა ადამიანის ქმედებას მიეცემა შესაბამისი განმარტება და შეფასება, ყველას და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი.


“მე მინდა, რომ საერთოდ გავიგო, რას აპირებს გახარია. მინდა, რომ გავიგო მისი შეფასებები, მისი გეგმების შესახებ მოვისმინო. იცოდეს ყველა ადამიანმა და მათ შორის პოლიტიკოსებმა, რომ ყველა ადამიანის ქმედებას მიეცემა შესაბამისი განმარტება და შეფასება, ყველას და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.




კომენტარები:

ფართი შოპი