სოზარ სუბარის განცხადებით, თუ „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში არ შევა, მოხდება ის, რაც მოხდა „ევროპული საქართველოს“ შემთხვევაში, ცალკეული წევრები შევლენ, პარტია კი გარეთ დარჩება

22 May 2021 17:32

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სოზარ სუბარის განცხადებით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არ შევა, მოხდება ის, რაც მოხდა „ევროპული საქართველოს“ შემთხვევაში - საკანონმდებლო ორგანოში შევლენ ცალკეული წევრები, პარტია კი გარეთ დარჩება. ამასთანავე, სოზარ სუბარი დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლის სასარგებლოდ მიიღებს.


„მე ერთი კვირის წინაც, ორი კვირის წინაც, 6 თვის წინაც ვამბობდი, რომ ისინი აუცილებლად შემოვლენ პარლამენტში და შემოვლენ კიდეც პარლამენტში. თუ არ შემოვლენ, მოხდება ის, რაც მოხდა „ევროპული საქართველოს“ შემთხვევაში - ყველა შემოვა და პარტია იტყვის, რომ არ შემოდის. მაგრამ, ამ შემთხვევაში, მოლოდინი მაქვს, რომ ისინი ნამდვილად შემოვლენ და ეს იქნება კიდევ ერთი სირცხვილი, რომ ვერც ერთი მათი წინადადება, ვერც ერთი მათი პრინციპი ბოლომდე ვერ გაიტანეს. რა თქმა უნდა, ისინი შემოვლენ, რადგან მათ ძალიან უნდა შემოსვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩამოიშლებიან კიდევ უფრო მეტად, ვიდრე დღეს არიან ჩამოშლილები. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, რაზე მოაწერენ ხელს და რაზე არ მოაწერენ, შარლ მიშელის დოკუმენტი მუშაობს და ის, რომ ეს არის ანტიდასავლური ძალა, ეს არაერთხელ დაუდასტურებიათ მათ როგორც თავისი ქმედებებით, ისე მათი განცხადებებით,“- აღნიშნა სოზარ სუბარმა.




კომენტარები:

ფართი შოპი