კახა კალაძე - „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში შესვლით უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, ისევე როგორც არშესვლით

22 May 2021 17:36

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შესვლით უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, ისევე როგორც არშესვლით,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.


როგორც ის განმარტავს, „ქართული ოცნება“ შეთანხმების პირობებს ზედმიწევნით ასრულებს.


„რაც შეეხება შესვლა-არ შესვლას, ამას თვითონ პოლიტიკური პარტიები გადაწყვეტენ, თუმცა, გარკვეული შეთანხმება მოხდა, კონკრეტულ დოკუმენტზე მოხდა ხელმოწერა, ჩვენ, პარტია „ქართული ოცნება“ ზედმიწევნით ვასრულებთ ამ შეთანხმებას, იმედია, სხვა პარტიებიც ამას გააკეთებენ. თუმცა, კონკრეტულად „ნაციონალურ მოძრაობას“ რაც შეეხება, ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, პარლამენტში შესვლით უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმჩნდებიან, ისევე, როგორც არ შესვლით“, - განაცხადა კალაძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი