კახა კალაძემ, გუშინ, კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციები ასე შეაფასა:
_რაც შეეხება გუშინდელ ფაქტს, მიმდინარეობს სპეკულირება იმაზე, რომ ეს არის დარტყმა კლუბურ მუსიკაზე და ამ დარგის არსებობაზე მომავალში. ეს არის აბსოლუტური ტყუილი!
დილიდან შეკრებილი ვართ პრემიერ–მინისტრის და პარტიის ხელმძღვანელობით, მივმართავ ახალგაზრდებს, ყველა ვთანხმდებით, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა მისაღები არავისთვის არის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან განაცხადა, სადაც მან ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
“ეს არის სერიოზული მიმართულება, რაზეც ახლა მე კონკრეტულად ვსაუბრობ. მე ვსაუბრობ და ჩემს უკან დგას ჩვენი პოლიტიკური გუნდი. ჩვენ დილიდან შეკრებილი ვართ პრემიერ–მინისტრის და პარტიის ხელმძღვანელობით და მიმდინარებს მსჯელობა ამ საკითხებზე. ჩვენ ვისმენთ გარკვეულ შენიშვნებს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. მე მინდა მივმართო ახალგაზრდებს, რომ გუნდში ამ მიმართულებით დაწყებულია მუშაობა და ყველა ვთანხმდებით, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა მისაღები არავისთვის არ არის. ეს არის ერთი ძალიან დიდი, სერიოზული პრობლემა, რომელიც ყველას გვიქმნის პრობლემას ქვეყანაში. თუ მათ აქვთ ინტერესი, თუ როგორი მოსაზრება გვაქვს ჩვენ ნარკოპოლიტიკასთან და რას ვაპირებთ მომავალში, ახალგაზრდებს ვთავაზობთ, მობრძანდნენ ჩვენთან. კარი ღიაა, კედელი არასოდეს აღმართულა ჩვენსა და მოქალაქეებს შორის, ჩვენსა და ახალგაზრდებს შორის. ჩვენ მზად ვართ, დასხდნენ ჩვენთან ერთად, მოისმინონ ჩვენი ხედვები და მიმართულებით ამ ყველაფერთან მიმართებაში“, – განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე, რამდენად სწორი იყო ამ ფორმით კლუბებში შესვლა, კახა კალაძის განცხადებით, შესაძლოა ეს პოლემიკის საგანი იყოს.
„რაც შეეხება ფორმას, არ ვიცი, შეიძლება პოლემიკის საგანი იყოს ეს, თუ როგორი ფორმით უნდა ყოფილიყო, თუმცა ერთ რამეში ყველა ვთანხმდებით, რომ ნარკორეალიზატორებს ჩვენ ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით უნდა ვებრძოლოთ“, - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები პრემიერ–მინისტრის და შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ.