ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ, თუ უკიდურესი სიმსუქნე გაწუხებთ

22 May 2021 23:13

სიმ­სუქ­ნე 21–ე სა­უ­კუ­ნის ერთ–ერთ ყვე­ლა­ზე სა­შიშ არა­გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბად არის აღი­ა­რე­ბუ­ლი. დღე­ი­სათ­ვის მსოფ­ლი­ო­ში ჭარბ წო­ნი­ან­თა რა­ო­დე­ნო­ბა 1,7 მი­ლი­არდს შე­ად­გენს. თა­ნა­მედ­რო­ვე და­სავ­ლეთ­ში აღ­ნიშ­ნულ­მა პრობ­ლე­მამ ეპი­დე­მი­ის ხა­რის­ხი მი­ი­ღო. მა­გა­ლი­თად, შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის 65% ჭარ­ბწო­ნი­ა­ნია. მათ ნა­ხე­ვარს კი მორ­ბი­დუ­ლი სიმ­სუქ­ნე აწუ­ხებს. მორ­ბი­დუ­ლი სიმ­სუქ­ნე უკი­დუ­რე­სი, პა­თო­ლო­გი­უ­რი, ავად­მყო­ფუ­რი ხა­რის­ხის სიმ­სუქ­ნეა. ის ფიქ­სირ­დე­ბა, რო­დე­საც სხე­უ­ლის მა­სის ინ­დექ­სი BMI 40 ან მე­ტია.


მორ­ბი­დუ­ლი სიმ­სუქ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი 25 წლი­დან 35 წლამ­დე ასა­კის პი­რებ­ში სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა 12-ჯერ უფრო მა­ღა­ლია, ვიდ­რე მათ ნორ­მა­ლურ წო­ნი­ან თა­ნა­ტო­ლებ­ში. 35 წლი­დან 45 წლამ­დე პი­რებ­ში - და­ახ­ლო­ე­ბით, 8-ჯერ მა­ღა­ლია.


ზო­გა­დად, სიმ­სუქ­ნე იწყე­ბა ენერ­გი­ის ხარ­ჯვა­სა და კა­ლო­რი­ე­ბის მი­ღე­ბას შო­რის დის­ბა­ლან­სის დად­გო­მის შემ­დეგ. ის არის მრა­ვალ­ფაქ­ტო­რუ­ლი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მელ­ზეც გავ­ლე­ნას ახ­დენს და გა­ნა­პი­რო­ბებს შემ­დე­გი ფაქ­ტო­რე­ბი: გე­ნე­ტი­კუ­რი, ენ­დოკ­რი­ნუ­ლი, მე­ტა­ბო­ლუ­რი, გა­რე­მო (სო­ცი­ა­ლუ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი), ქცე­ვი­თი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი.


სიმ­სუქ­ნის უკი­დუ­რე­სი ფორ­მე­ბის არ­სე­ბო­ბის დროს ერ­თა­დერ­თი მე­თო­დი, რომ­ლი­თაც სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მი­ღე­ბა ხდე­ბა, ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ქი­რურ­გი­აა. ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი წარ­მა­ტე­ბით ტარ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამ თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ქი­რურ­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელს, რატი ტუ­რაშ­ვილს მივ­მარ­თეთ, რო­მე­ლიც დე­ტა­ლუ­რად აგისხნით, თუ რა ტი­პის ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი ტარ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და რა შე­დე­გის მიღ­წე­ვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნით.


რა­ტომ არის სა­ში­ში მორ­ბი­დუ­ლი სიმ­სუქ­ნე, რას იწ­ვევს ის და რა გარ­თუ­ლე­ბე­ბის წი­ნა­შე შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს ადა­მი­ა­ნი, თუ ზედ­მეტ წო­ნას ყუ­რა­დღე­ბას არ მი­აქ­ცევს?

ავად­მყო­ფუ­რი სიმ­სუქ­ნე მრა­ვა­ლი სხვა და­ა­ვა­დე­ბის მა­უ­წყე­ბე­ლია. იგი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მოქ­მე­დებს ორ­გა­ნიზ­მის ყვე­ლა ორ­გა­ნო­თა სის­ტე­მა­ზე. მათ შო­რი­საა: კარ­დი­ო­ვას­კუ­ლუ­რი, რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი, მე­ტა­ბო­ლუ­რი, საყ­რდენ-მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი, კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტი, ურო­ლო­გი­უ­რი, ენ­დოკ­რი­ნუ­ლი და რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი, დერ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი, ნევ­რო­ლო­გი­უ­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და სხვ.


სიმ­სუქ­ნე გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც შემ­დე­გი და­ა­ვა­დე­ბე­ბის უმ­თავ­რე­სი მი­ზე­ზი: შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი ტიპი 2, გლუ­კო­ზის ტო­ლე­რან­ტო­ბა, ჰი­პერ­ლი­პი­დე­მია, ძი­ლის აპ­ნოე, ას­თმა, სიმ­სუქ­ნეს­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი ჰი­პო­ვენ­ტი­ლა­ცი­ის სინ­დრო­მი. იგი არის უშ­ვი­ლო­ბის მი­ზე­ზი ხშირ შემ­თხვე­ვებ­ში, შე­იძ­ლე­ბა იყოს ორ­სუ­ლო­ბის დროს ნა­ყო­ფის ანო­მა­ლი­ე­ბის გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი. ჭარ­ბი წონა იწ­ვევს ხერ­ხემ­ლის, ქვე­მო კი­დუ­რე­ბის მსხვი­ლი სახ­სრე­ბის და­ზი­ა­ნე­ბას. გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის, არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზი­ის, ინ­ფარ­ქტის/ინ­სულ­ტის ნა­ად­რე­ვი გან­ვი­თა­რე­ბის, ფილ­ტვის თრომ­ბო­ემ­ბო­ლი­ურ გარ­თუ­ლე­ბას. ქვე­მო კი­დუ­რის ვე­ნე­ბის, არ­ტე­რი­ე­ბის სხვა­დას­ხვა პა­თო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მი­ზე­ზი. იწ­ვევს კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის სხვა­დას­ხვა ქრო­ნი­კუ­ლი თუ მწვა­ვე და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.


სიმ­სუქ­ნე არის ერთ–ერთი ხელ­შემ­წყო­ბი ძუ­ძუს კი­ბოს, საშ­ვი­ლოს­ნოს, მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვე­ბის, პროს­ტა­ტის კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. იწ­ვევს ფი­ზი­კუ­რი და გო­ნებ­რი­ვი შრო­მის უნა­რი­ა­ნო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბას, ფსი­ქო­ლო­გი­ურ დის­კომ­ფორ­ტს, დეპ­რე­სი­ას. შორს წა­სულ ფორ­მებ­ში პა­ცი­ენ­ტე­ბი ხდე­ბი­ან უმ­ძი­მე­სი ინ­ვა­ლი­დე­ბი, რომ­ლებ­საც მარ­ტი­ვი მოქ­მე­დე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბაც არ შე­უძ­ლი­ათ.


სიმ­სუქ­ნის ხა­რის­ხი რო­გორ გა­ნი­სა­ზღვრე­ბა?

ამი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­მო­ვით­ვა­ლოთ სმი (სხე­უ­ლის მა­სის ინ­დექ­სი) ანუ BMI. ის ით­ვლე­ბა სხე­უ­ლის მასა (კგ.) გა­ყო­ფი­ლი სი­მაღ­ლის კვად­რატ­ზე (სმ).


რო­დის არის ნაჩ­ვე­ნე­ბი ქი­რურ­გი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა?

ქი­რურ­გი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა საჭ­როა რამ­დე­ნი­მე შემ­თხვევ­ში:

  • BMI 40–ზე მე­ტია.
  • BMI მე­ტია 32–ზე და პა­ცი­ენტს აქვს სიმ­სუქ­ნის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თან­დარ­თუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი ტიპი 2, არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზია, ძი­ლის აპ­ნოე, ქვე­მო კი­დუ­რის სახ­სრე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა და სხვ
  • სხე­უ­ლის მასა ნორ­მას 40-50 კგ-ით აღე­მა­ტე­ბა.
  • მრა­ვალ­ჯე­რა­დი დი­ე­ტო­თე­რა­პია, წო­ნის კლე­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბის წესი, მკურ­ნა­ლო­ბა ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ­სა და ფსი­ქო­ლოგ­თან არ იძ­ლე­ვა სტა­ბი­ლურ შე­დეგს წო­ნის კლე­ბის თვალ­საზ­რი­სით.


რა არის ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ქი­რურ­გია?

ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ქი­რურ­გია ოპე­რა­ცი­უ­ლი ქი­რურ­გი­ის დარ­გია, რო­მე­ლიც იწარ­მო­ე­ბა პა­თო­ლო­გი­უ­რი სიმ­სუქ­ნის, მორ­ბი­დუ­ლი სიმ­სუქ­ნის სამ­კურ­ნა­ლოდ. იგი ემ­სა­ხუ­რე­ბა ადა­მი­ა­ნის ფსი­ქო-სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის, ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, პრე­ვენ­ცი­ას მრა­ვა­ლი იმ და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც ასო­ცი­რე­ბუ­ლია პა­თო­ლო­გი­ურ სიმ­სუქ­ნეს­თან.


ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ქი­რურ­გია ამ­ჟა­მად ერ­თა­დერ­თი მო­დე­ლია, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს, წო­ნის მდგრად კლე­ბას ავად­მყო­ფუ­რი სიმ­სუქ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნი და მისი ორა­გიზ­მი და­ახ­ლო­ე­ბით 10 წლით ახალ­გაზ­რდავ­დე­ბა.


რა ტი­პის ოპე­რა­ცი­ე­ბი ტარ­დე­ბა მორ­ბი­დუ­ლი სიმ­სუქ­ნის დროს?

ამ დროს რამ­დე­ნი­მე სა­ხის ოპე­რა­ცია ტარ­დე­ბა:

  • ლა­პა­რას­კო­პი­უ­ლი კუ­ჭის ვერ­ტი­კა­ლუ­რი რე­ზექ­ცია (SLEEV), სლივ გას­ტრექ­ტო­მია.
  • გას­ტრო­შუნ­ტი­რე­ბა gastric bypass
  • მინი გას­ტრო­შუნ­ტი­რე­ბა (ერ­თა­ნას­ტო­მო­ზი­ა­ნი ოპე­რა­ცია) mini gastic bypass
  • ასე­ვე, გან­მე­ო­რე­ბი­თი ოპე­რა­ცი­ე­ბი, თუ პა­ცი­ენტს მა­ნამ­დე აქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რა­ი­მე სა­ხის ბა­რი­ატ­რი­უ­ლი მა­ნი­პუ­ლა­ცია (ოპე­რა­ცია) და დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში კვლავ აქვს წო­ნის მა­ტე­ბა.

„ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ ბა­რი­ატ­რი­ულ ქი­რურ­გი­ა­ში ჩარ­თუ­ლია მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი გუნ­დი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს: ბა­რი­ატ­რი­ულ ქი­რურგს, ენ­დოკ­რი­ნო­ლოგს, ფსი­ქო­ლოგს, გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლოგს, თე­რა­პევტს, კარ­დი­ო­ლოგს, გი­ნე­კო­ლოგს, ან­გი­ო­ლოგს, ანეს­თე­ზი­ო­ლოგს, რა­დი­ო­ლოგს.


პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია ერთ სივ­რცე­ში მი­ი­ღონ ყვე­ლა აღ­ნიშ­ნუ­ლი სერ­ვი­სი, რო­გორც წი­ნა­სა­ო­პე­რა­ციო, ასე­ვე ოპე­რა­ცი­ის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში, აწარ­მო­ონ მო­ნი­ტო­რინ­გი.


რა ტი­პის ოპე­რა­ცი­აა სლივ გას­ტრექ­ტო­მია და რო­დის ტარ­დე­ბა ის?

სლივ გას­ტრექ­ტო­მია კუ­ჭის გრძივ რე­ზექ­ცი­ას გუ­ლის­ხმობს. ოპე­რა­ცია სრულ­დე­ბა ლა­პა­რას­კო­პუ­ლად, ზო­გა­დი ნარ­კო­ზის ქვეშ. ამ ოპე­რა­ცი­ი­სას იჭ­რე­ბა კუ­ჭის დიდი სიმ­რუ­დე, კუჭს ეძ­ლე­ვა 1,5 სმ დი­ა­მეტ­რის მი­ლის ფორ­მა ანუ კუჭი, რო­გორც „მო­ცუ­ლო­ბი­თი ტო­მა­რა“, გა­და­იქ­ცე­ვა მი­ლად, სა­დაც მი­დის საკ­ვე­ბის სწრა­ფი ევა­კუ­ა­ცია თორ­მეტ­გო­ჯა ნაწ­ლავ­ში. ამ დროს მცირ­დე­ბა კუ­ჭის სეკ­რე­ტო­რუ­ლი ფუნ­ქცია, სცილ­დე­ბა ზონა, რო­მე­ლიც გა­მოჰ­ყოფს შიმ­ში­ლის ჰორ­მონ გრი­ლინს, რაც ადა­მი­ანს უქ­ვე­ი­თებს ჭა­მის მა­დას. კუ­ჭის მო­ცუ­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბას­თან ერ­თად მცირ­დე­ბა მას­ში საკ­ვე­ბის შე­წო­ვა. იმავდრო­უ­ლად, ამ ოპე­რა­ცი­ი­სას ნარ­ჩუნ­დე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი სარ­ქვლე­ბი, რო­გო­რიც არის საყ­ლა­პა­ვის ანუ კარ­დი­ა­ლუ­რი სფინ­ქტე­რი და კუ­ჭის გა­სა­ვა­ლის სარ­ქვე­ლი.


ეს ოპე­რა­ცია კეთ­დე­ბა, რო­დე­საც სხე­უ­ლის მა­სის ინ­დექ­სი 40-51-მდეა. ის სრულ­დე­ბა იმ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში, რო­დე­საც უფრო რთუ­ლი ჩა­რე­ვე­ბი სა­რის­კოა თან­დარ­თუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გამო. ოპე­რა­ცი­ის შე­თა­ვა­ზე­ბა შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის.


ამ ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ სა­შუ­ა­ლოდ პა­ცი­ენ­ტი ზედ­მე­ტი წო­ნის 65-%-ს კარ­გავს.


რას ნიშ­ნავს მინი გას­ტრო­შუნ­ტი­რე­ბა და რით გან­სხვავ­დე­ბა ოპე­რა­ცი­ის სხვა ტი­პე­ბის­გან?

Mini Gastric bypass ანუ მინი გას­ტრო­შუნ­ტი­რე­ბა კეთ­დე­ბა, რო­დე­საც სხე­უ­ლის მა­სის ინ­დექ­სი არის 51 კგ/მ2 და მეტი. მის და­დე­ბით მხა­რე­ებს შო­რი­საა: საკ­ვე­ბის სწრა­ფი ჩა­დი­ნე­ბა ნაწ­ლა­ვებ­ში; არ სა­ჭი­რო­ებს ჩა­ნაც­ვლე­ბით თე­რა­პი­ას; ლა­პა­რას­კო­პი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ით შეს­რუ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა; II ტი­პის შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის 90%-მდე კომ­პენ­სა­ცია; შე­და­რე­ბი­თი კვე­ბი­თი კომ­ფორ­ტი; შე­და­რე­ბით მარ­ტი­ვი ოპე­რა­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გია; ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი მცი­რე კუ­ჭის მი­ლის გა­და­ჭიმ­ვის ნაკ­ლე­ბი შე­საძ­ლებ­ლო­ბა; დემ­პინგ-სინ­დრო­მის (ნახ­შირ­წყლე­ბის სწრა­ფი შე­წო­ვის) გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი რის­კი.


ამ ტი­პის ოპე­რა­ცია სლივ­თან შე­და­რე­ბით ტექ­ნი­კუ­რად რთუ­ლი ჩა­რე­ვაა, თუმ­ცა კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვებ­ში სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად აუ­ცი­ლე­ბე­ლია.


გას­ტრო­შუნ­ტი­რე­ბა რა ტი­პის ოპე­რა­ცი­აა?

Gastric bypass ანუ გას­ტრო­შუნ­ტი­რე­ბა კეთ­დე­ბა, რო­დე­საც სხე­უ­ლის მა­სის ინ­დექ­სი 51 კგ/მ2-ზე მე­ტია ან საქ­მე გვაქვს ეგრთწო­დე­ბულ სუ­პერ­მორ­ბი­დულ წო­ნას­თან. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ხდე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და მდგრა­დი წო­ნის კლე­ბა. ნაკ­ლე­ბი დი­ე­ტუ­რი შე­ზღუდ­ვე­ბი ინიშ­ნე­ბა. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ხდე­ბა II ტი­პის შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის თით­ქმის სრუ­ლი კომ­პენ­სა­ცია, ჰი­პერ­ჰო­ლის­ტე­რი­ნე­მი­ი­სა და ჰი­პერ­ლი­პი­დე­მი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კლე­ბა, რაც შაქ­რის ნორ­მა­ლი­ზა­ცი­ას­თან ერ­თად გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ას ახ­დენს.


სხვა ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, გას­ტრო­შუნ­ტი­რე­ბის დროს გვაქვს უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­დე­ბი­თი ეფექ­ტი, რაც ვლიდ­ნე­ბა სიმ­სუქ­ნით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე.


რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ირ­ჩე­ვა ოპე­რა­ცი­ის ტიპი?

ოპე­რა­ცი­ის შერ­ჩე­ვა და და­გეგ­მვა ხდე­ბა პა­ცი­ენ­ტის ჩარ­თუ­ლო­ბით, რა თქმა უნდა, სტან­დარ­ტუ­ლი გზამ­კვლე­ვე­ბის უპი­რო­ბო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, პა­ცი­ენ­ტის სურ­ვილს და მზა­ო­ბას კონ­კრე­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ის და­სახ­ვი­სას. ჩვენ­თან მო­სუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებს მინი გას­ტრო­შუნ­ტი­რე­ბას. ჩვენს მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის 60% სწო­რედ მინი გას­ტრო­შუნ­ტი­რე­ბაა. თუმ­ცა მსოფ­ლი­ო­ში ჩა­ტა­რე­ბულ ბა­რი­ატ­რი­ულ ოპე­რა­ცი­ებს შო­რის, და­ახ­ლო­ე­ბით, 70% კუ­ჭის ვერ­ტი­კა­ლუ­რი რე­ზექ­ცია ანუ სლივ გას­ტრექ­ტო­მი­ის ტი­პის ოპე­რა­ცი­აა.


რო­გო­რია პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი პე­რი­ო­დი?

ყვე­ლა სა­ხის ბა­რი­ატ­რი­ულ ოპე­რა­ცი­ას აქვს თით­ქმის ერ­თნა­ი­რად სა­მარ­თა­ვი პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი პე­რი­ო­დი. პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი პე­რი­ო­დი არ არის რთუ­ლი, თით­ქმის არ გან­სხვავ­დე­ბა სხვა ლა­პა­რას­კო­პი­უ­ლად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სტან­დარ­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის­გან. ოპე­რა­ცი­ის დამ­თავ­რე­ბი­დან 3-4სთ. -ში პა­ცი­ენ­ტი აქ­ტი­ურ­დე­ბა, დგე­ბა ფეხ­ზე და სა­წო­ლის ირ­გვლივ გა­და­ად­გილ­დე­ბა. ოპე­რა­ცი­ის დღეს­ვე იწყე­ბა წყლის მი­ცე­მა, ხოლო მე­ო­რე დღი­დან სხვა თხი­ე­რი საკ­ვე­ბი ეძ­ლე­ვა. ოპე­რა­ცი­ის შემ­დგომ პა­ცი­ენ­ტი ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ით, ფაქ­ტი­უ­რად თა­ვი­დან სწავ­ლობს ყლაპ­ვას, საკ­ვე­ბის მი­ღე­ბის წე­სებს ანუ ჭა­მას. კლი­ნი­კა­ში ვა­ყოვ­ნებთ 2–5დღე კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.


წო­ნის კლე­ბა იწყე­ბა უშუ­ა­ლოდ სა­ო­პე­რა­ციო მა­გი­დი­დან. პა­ცი­ენ­ტი რომ ეწე­რე­ბა ბი­ნა­ზე, მას უკვე მოკ­ლე­ბუ­ლი აქვს რამ­დე­ნი­მე კგ.


პა­ცი­ენტს ოპე­რა­ცი­ამ­დე ვაძ­ლევთ რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რო­მელ­თა ოპე­რა­ცი­ის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში მკაც­რად დაც­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია რო­გოც პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი პე­რი­ო­დის და­დე­ბი­თად და უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ გა­სავ­ლე­ლად, ასე­ვე წო­ნის კლე­ბის კუ­თხით.

რო­გორ გრძელ­დე­ბა პა­ცი­ენ­ტე­ბის ცხოვ­რე­ბა ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ?

ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტი ახალ ცხოვ­რე­ბას იწყებს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი ენი­ჭე­ბა კვე­ბით ქცე­ვებს და პა­ცი­ენ­ტის აქ­ტი­უ­რო­ბას. წამ­ყვა­ნი ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ქი­რურ­გე­ბის ფრა­ზაა: „ვცხოვ­რობ იმის­თვის, რომ ვჭა­მო – უნდა შე­იც­ვა­ლოს შემ­დე­გი ფრა­ზით: ვცხოვ­რობ იმის­თვის, რომ ვი­სი­ა­მოვ­ნო“. პა­ცი­ენ­ტე­ბი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი ხდე­ბი­ან თა­ვი­სი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მი­მართ, უფრო მეტ ყუ­რა­დღე­ბას იჩე­ნენ სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ. ბევ­რს უთ­ქვამს რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დგომ, რომ არის ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი, თა­ვი­დან და­ი­ბა­და, თავს გრძნობს სრუ­ლი­ად სხვა ადა­მი­ა­ნად, გა­თა­ვი­სუფ­ლდა იმ ფაქ­ტო­რე­ბის­გან, რაც მის სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ას უშ­ლი­და ხელს. მკვეთ­რად და­დე­ბი­თად შე­ეც­ვა­ლა ორ­გა­ნიზ­მის ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა, ჯან­მრთე­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით, შე­იც­ვა­ლა პრო­ფე­სია, გა­ა­ხალ­გაზ­რდავ­და და ცხოვ­რობს სრუ­ლი­ად სხვა სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სი­ა­მოვ­ნო ცხოვ­რე­ბით.


ემუქ­რე­ბა თუ არა ნა­ო­პე­რა­ცი­ებ პა­ცი­ენტს წო­ნის კვლავ მა­ტე­ბა?

არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ მორ­ბი­დუ­ლი სიმ­სუქ­ნე არის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა და მის გან­კურ­ნე­ბას ხან­გრძლი­ვი, თით­ქმის მუდ­მი­ვი კონ­ტრო­ლი და ხე­ლის­შე­წყო­ბა სჭირ­დე­ბა. ქარ­თულ თუ მსოფ­ლიო პრაქ­ტი­კა­ზე დაყ­რდნო­ბით რომ ვი­სა­უბ­როთ, თუ პა­ცი­ენ­ტი ზედ­მი­წევ­ნით სწო­რად შე­ას­რუ­ლებს და და­ი­ცავს მი­ცე­მულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს, წო­ნის გან­მე­ო­რე­ბით მა­ტე­ბის რის­კი მი­ნი­მუ­მამ­დე მცირ­დე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა არის სა­ჭი­რო ოპე­რა­ცი­ი­დან პირ­ვე­ლი 2 წლის მან­ძილ­ზე. პა­ცი­ენ­ტმა თვით­ნე­ბუ­რად არ უნდა შეც­ვა­ლოს, მო­უ­მა­ტოს ან მო­აკ­ლოს მის­თვის ოპ­ტი­მა­ლუ­რად გან­სა­ზღვრულ საკ­ვე­ბის რა­ცი­ონ­სა და რა­ო­დე­ნო­ბას. უნდა იყოს აქ­ტი­უ­რი, მი­ღე­ბულ და გა­ხარ­ჯულ კა­ლო­რი­ებს შო­რის არ უნდა იყოს დის­ბა­ლან­სი და სხვა.


ამბები.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი