„სიკვდილს ვარ გადარჩენილი“ - ვახო სანაია

22 May 2021 23:58

ტელეწამყვანმა ვახო სანაიამ „მთავარი არხის“ ეთერში გაიხსენა ისტორია, თუ როგორ გადარჩა სიკვდილს რამდენიმე კვირის წინ.

Admixer

„სიკვდილს ვარ გადარჩენილი ახლახან. ქუჩაში მივდივარ, მილიონ ადამიანი გამოგელაპარაკება, ვიღაც ამომიდგა გვერდით, შენ ხომ ის ხარ, ტელევიზორში რომ გხედავ... კექსი მაქვსო პარკით. გაშალა პარკი და ბევრი კექსი ეწყო. მეთქი არ მინდა, მადლობა. დახურა ერთი 10 წამი იფიქრა და არ არის ტკბილიო - მითხრა და მეორეჯერ გაშალა.


ამოვიღე კექსი, დიდი კექსი იყო. გადავედი გზად და შევჭამე, ბოლომდე. ავედი ლიფტით, თათბირი გვაქვს. ვგრძნობ, რომ 30 40 წუთის მერე წამიღო რაღაცამ. ფეხზე ვერ ვდეგები, წამოვდექი ისევ დავეცი, მაინც წამოვდექი, სახეზე წყალი შევისხი და კიდევ უფრო ცუდად გავხდი. შევედი ოთახში და პროდიუსერს ვეუბენბი, ძალიან ცუდად ვარო. წნევა ამივარდა 200-ზე გული ამიჩქარდა და ვიხრჩობი, ვკვდები.


სასწრაფო გამოიძახეს, რაღაცებს მიკეთებენ, არაფერი არ მშველის. მე-13 სართულზე ვარ და მივილტვი ფანჯრისკენ.


თან ვერ ვსუნთქავ და გული მისკდება.


მოვიდა სასწრაფო, წამომაწვინეს და უკვე ვკვდები. პირი გამიშრა და მაშინ მივხვდი რაღაცას, მაგრამ ამას რომ მივხვდი, უკვე ვეღარ ვლაპარაკობ, პირი გამიშრა და ვეღარ ვაღებ პირს. ცდილობენ ნემსი დამარჭონ და მე ვერ ვეუბნები, რომ არ გამიკეთონ.

მივხვდი იმას, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი კექსი. ეს იყო მანაგუა, ერთი დიდი კექსი იყო მთლიანად მანაგუა. ეს ნარკოტიკია, ამ კონკრეტულ კექსში იყო ექვსი კაცის სამყოფი მარიხუანა.


გამახსენდა, რომ თქვა, აიღე ძმაო, მარიხუანააო.


მარტო რომ ვყოფილიყავი, არ ვიცი რა მოხდებოდა“, - ამბობს ვახო სანაია.


digest.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი