კობახიძე: არსებობდა ინფორმაცია, რომ სიცოცხლისთვის საშიში ნარკოტიკის გავრცელება იგეგმებოდა კონკრეტულ კლუბში

13 May 2018 00:54

ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე: 


_როდესაც არის კონკრეტული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, სიცოცხლისთვის საშიში ნარკოტიკი გავრცელდეს კონკრეტულ კლუბში, დაწესებულებაში, ამ შემთხვევაში შეიძლება განხორცილდეს შესაბამისი საპოლიციო ღონისძიება.


ჩვენთვის პრიორიტეტია ახალგაზრდებისთვის თვითრეალიზების საშუალების მინიჭება. რაც შეეხება უშუალოდ იმ მოვლენებს, რომელიც გუშინ და დღეს თბილისში განვითარდა, პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ სახელმწიფოს, სამართალდამცველ ორგანოებს აქვთ ფუნქცია მინიჭებული და ამ ფუნქციიდან გამომდინარე არის საჭირო კონკრეტული ღონისძიებების მიღება. გუშინ საუბარი იყო იმაზე, რომ საჭირო იყო კონკრეტული ღონისძიების განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ინტერესების დაცვას.


ეს არის მიღებული პრაქტიკა - როდესაც არის კონკრეტული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, სიცოცხლისთვის საშიში ნარკოტიკი გავრცელდეს კონკრეტულ კლუბში, კონკრეტულ დაწესებულებაში, ამ შემთხვევაში შეიძლება განხოროცილდეს შესაბამისი საპოლიციო ღონისძიება. კანონი ყველასთვის უნდა იყოს კანონი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი და საჭიროა, ასევე სამართალდამცველ ორგანოებთან თანამშრომლობა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს კანონის დაცვა. თავისთავად კანონის დაცვა ბუნებრივია, არ არის თვითმიზანი. თქვენ გახსოვთ, რომ იყო არაერთი ძალიან სამწუხარო, შემაშფოთებელი ფაქტი - ახალგაზრდები დაიღუპნენ ნარკოტიკების მოხმარებით და ზუსტად ამ ყველაფერს უკავშირდებოდა ის საპოლიციო ღონისძიება, რომელიც განხორციელდა გუშინ შსს-ს მიერ. ეს იყო მიზანი და ამ მიზნიდან გამომდინარე მოქმედებდა შინგან საქმეთა სამინისტრო.


იყო კონკრეტული ოპერატიული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დაწესებულების შიგნით იყო დაგეგმილი ნარკოტიკების რეალიზება და ეს ინფორმაცია გახდა კონკრეტული საპოლიციო ღონისძიების განხორციელების საფუძველი, ეს იყო კონკრეტული საფუძველი დაწესებულებაში შიგნით შესვლის და აქედან გამომდინარე, იმოქმედა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. შესვლის მიზანი იყო ლეგიტიმური და ჩვენ ხელთარსებული ინფორმაციით, ეს ჩარევა იყო ასევე პროპროციული.



კომენტარები:

ფართი შოპი