მოგვიწევს თუ არა ზაფხულის დიდ სიცხეშიც პირბადის ტარება? - ნახეთ გამყრელიძის პასუხი

23 May 2021 10:59

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძის თქმით, ყოველდღიურად კორონავირუსის 1 000 შემთხვევა ჩვენი ქვეყნისთვის ბევრია და შემთხვევების სიმრავლესთან ერთად, არის მაღალი სიკვდილიანობაც.


„დამშვიდებისკენ რომ მიდის სიტუაცია, ამან არ უნდა გაგვათამამოს, რადგან 1 000 შემთხვევა ყოველდღიურად პატარა ქვეყნისთვის ბევრია. ისევ და ისევ, უნდა დავიცვათ ყველა რეკომენდაცია. საუბარია პირბადის უნივერსალურ ტარებაზე. მესმის, რომ რთულია, მაღალია ჰაერის ტემპერატურა და უჭირთ ადამიანებს, მაგრამ მეორე მხრივ, პირბადეზე უკეთესი პრევენციული საშუალება არ არის. მეორე – დისტანცია, რასაც ვამბობთ ყოველთვის და რაც მთავარია, დიდი თავყრილობებისგან თავის არიდება ყველანაირი მიზეზით. ასევე, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ყველას მისვლა ვაქცინაციაზე. მთავარია პირბადე, დისტანცია და ვაქცინაცია“, – განუცხადა "პირველ არხს" ამირან გამყრელიძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი