რა კავშირშია ზოდიაქოს ნიშანი ზედმეტი კილოგრამების ადვილად აკრეფასთან

23 May 2021 11:18

ზოდიაქოს ნიშანი და მისი „ხასიათი“, დიდწილად განაპირობებს იმას, თუ რამდენად აქვს ადამიანს ნებისყოფა და უნარი, რომ ზედმეტ კილოგრამებს ეფექტურად გამოუცხადოს ბრძოლა.


ვერძი – დიეტის დაცვა, იშვიათად სჭირდებათ, რადგან მათი დიდი ნაწილი აქტიურ, დინამიკურ ცხოვრებას ეწევა. ამის გამო ჭამისთვის დრო ცოტა რჩება. თუმცა, თუ მაინც შეაწუხა ზედმეტმა კილოგრამებმა, თავის ხელში აყვანა და ფორმაში ჩადგომა არასოდეს უჭირს. ბევრი მათგანი, გასახდომად ფიტნესს ან ცეკვებს მიმართავს, ასე რომ, მათთვის წონის კლების პროცესი, სასიამოვნოც კია.


კურო – ამ ნიშნით დაბადებულების უმეტესობა, აგებულებით ძვალწვრილი და სიფრიფანა იშვიათადაა. ამიტომ, ზედმეტი ერთი-ორი კილოგრამი მათ, პირიქით ალამაზებს კიდეც. სისავსე კი მათი სავიზიტო ბარათი და იმიჯია. როცა საქმე დიეტის დაცვაზე მიდგება, საკმაოდ უჭირს კვებითი რაციონის შემცირება, ისევ და ისევ იმის გამო, რომ ბუნებით გურმანია და უყვარს გემრიელად დანაყრება.


ტყუპები – ცხოვრების დინამიკური და აქტიური წესის გამო იშვიათად იტანჯებიან ზედმეტი წონის პრობლემებით. თუმცა ტკბილი სასუსნავებისკენ მიდრეკილება და სიყვარული ხშირად ხდება მათი ზედმეტი კილოგრამების აკრეფის მიზეზი. ბუნებით ოპტიმისტი ნიშანია, ამიტომ წონის მატებას იშვიათად აღიქვამს ტრაგედიად და ოდნავ მომრგვალებული ფორმებითაც თავდაჯერებულად გამოიყურება.


კირჩხიბი – თუ ვინმე ტრაგედიად მიიჩნევს წონის მატებასა და ზოგადად, გარეგნობაში უმნიშვნელო ცვლილებასაც კი, ეს კირჩხიბია. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბდებულები, თვითკრიტიკულები, წყენიები და ბუტიები არიან. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია საყვარელი ადამიანების აზრი. ამიტომ, თუ რომელიმე მათგანმა ხუმრობით მაინც გაამხვილა ყურადღება კირჩხიბის ოდნავ მომრგვალებულ ფორმებზე, სასწრაფოდ იწყებს დიეტას.


ლომი – დელიკატესების მოყვარულია. ამიტომ, მის დღის წესრიგში წონაში მატების პრობლემა ხშირად დგება, თუმცა, იმდენად უყვარს საკუთარი სხეული და იმდენად ზრუნავს საზოგადოებაში იმიჯის შექმნის საკითხზე, რომ ყოველთვის მზადაა, ზედმეტ წონას, სასტიკი ბრძოლა გამოუცხადოს, იქნება ეს სპა, გასახდომი პროცედურები, ანტიცელულიტური მასაჟი თუ, სპეციალურად დიეტოლოგთან ერთად, შერჩეული კვების რეჟიმი.


ქალწული – ნებისმიერ ქალწულს მხოლოდ მისთვის გასაგები, მისაღები და მორგებული კვების რეჟიმი აქვს. ამიტომ, ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები იშვიათად უჩივიან წონის პრობლემას, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ყოველთვის იციან რას მიირთმევენ, როდის და როგორ მომზადებულს.


სასწორი – არცთუ თხელი ძვლოვანი სისტემით გამოირჩევა. თუმცა, რა ნიშნულსაც არ უნდა აღწევდეს მისი სხეულის მასის მაჩვენებელი, ყოველთვის აქვთ გასაოცარი შარმი და მომხიბვლელობა. გამომდინარე იქიდან, რომ სასწორის ძირითადი სისუსტე ტკბილეულია, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებში წონის პრობლემა ყველაზე ხშირად ზუსტად ამ პროდუქტის ზომაზე მეტ მოხმარებას უკავშირდება.


მორიელი – გასაოცარი ნებისყოფითა და მოთმინების უნარით გამოირჩევა. თუ მას საკმარისი მოტივაცია და მიზანი აქვს, მაშინ მისთვის, არაფერია შეუძლებელი, მათ შორის, არც მოდელის აღნაგობა და გარეგნობა. თუმცა, ზოგადად, წონის საკითხი მორიელისთვის თითქმის ყოველთვის ემოციებსა და მათი მართვის უნარზე გადის.


მშვილდოსანი – ისინი გურმანული თვისებებითა და გემრიელად ჭამა-სმის სიყვარულით გამოირჩევიან. ამიტომ, წონის პრობლემა ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებში ხშირია. თუმცა, უშრეტი ოპტიმიზმი და თვისება, რომ გამუდმებით იყოს მოძრაობაში, ყოველთვის ეხმარება, რომ მან არასასურველი კილოგრამები მარტივად მოიცილოს.


თხის რქა – ამაყი, ძლიერი და ნებისყოფიანი ადამიანები არიან. უსაზღვრო პრინციპულობა და ამტანობა მათი სავიზიტო ბარათია. შესაბამისად, ზედმეტი წონის საკითხი, როგორც წესი, მათში არ არსებობს და არც იარსებებს, სანამ მას საკუთარი ნებისყოფისა და სიჯიუტის იმედი აქვს. როგორც წესი, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები, ყოველთვის ზრუნავენ გარეგნობაზე. ისინი, წლების მატებასთან ერთად, იხვეწებიან და ლამაზდებიან.


მერწყული – ძირითადად, ორგვარი ტიპის არიან. კერძოდ, ან ძალიან გამხდრები, ან საყვარლად ჩაფუმფულებული. თუმცა, როგორ ტიპსაც არ უნდა განეკუთვნებოდეს და რამდენი ზედმეტი კილოგრამიც არ უნდა ჰქონდეს, მერწყულს აქვს გასაოცარი მომხიბვლელობა. წონის პრობლემის მთავარი მიზეზი კი, მაინც, მისი დამახასიათებელი სიძულვილია ყოველგვარი ფიზიკური დატვირთვის მიმართ.


თევზები – ამ ნიშნის წარმომადგენლების სავიზიტო ბარათი ნებისყოფის სისუსტეა. თუმცა, ისინი ყოველთვის მაცდუნებლად მომხიბვლელები, სექსუალურები და დახვეწილები არიან, განურჩევლად იმისა, როგორია მათი სხეულის გარშემოწერილობა. დიეტას იწყებენ, თუმცა ბოლომდე იშვიათად იცავენ. ემოციური კრიზისები, რაც მათ უმრავლესობას ახასიათებს, წონის დასაკლებად ხშირად დიეტაზე უფრო ეფექტური საშუალება ხდება.


თბილისელები




კომენტარები:

ფართი შოპი