ნოდარ მელაძის გრანდიოზული სიყალბე “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში (ფოტო ფაქტი)

23 May 2021 11:35

ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ნოდარ მელაძის საავტორო გადაცემაში დღეს პოლიციის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობის დროს, ე.წ. ჟურნალისტებს სიყალბე გაეპარათ. მტკიცებულებად წარმოადგინეს სქრინი, რომელშიც პოლიციელების შიდა საუბრებია განკუთვნილი. თუმცა მათი ტექსტი რადიკალურად განსხვავდება იმ შესავლისგან, რომელიც მას ჟურნალისტებმა გაუკეთეს და ფაქტი დაამახინჯეს.


მელაძის განცხადებით აჭარის პოლიციის უბნის ინსპექტორების დეპარტამენტის უფროსი დავით რიჟვაძე პოლიციელებს ავალებდა ხალხზე ენადირათ და პირბადის არ ტარების გამო ჯარიმები გამოეწერათ. მელაძის განცხადებით დავით რიჟვაძე უბნის ინსპექტორებს გეგმას უსახავდა და დღიურ ლიმიტად მოქალაქეებისთვის ჯარიმის სახით ჯამში 3000 ლარის გამოწერას თხოვდა..


ასეთი ბრძანების დამამტკიცებელი ე.წ. სქრინი ნოდარ მელაძემ პირდაპირ ეთერში ძალიან სწრაფად გაუშვა, იმ იმედით, რომ მაყურებელი ვერ მოახერხებდა წაკითხვას და მხოლოდ “ტვ პირველის” მიერ მოყოლილს დაიჯერებდა. გთავაზობთ სქრინს, რომელიც “ტვ პირველის” პირდაპირი ეთერიდან ამოვჭერით. კარგად წაიკითხეთ რა წერია “ტვ პირველის” ეთერში გაშვებულ სქრინში. თქვენ დარწმუნდებით და ნახავთ რომ ყველაფერი პირიქითაა. ე.წ. ჟურნალისტი ნოდარ მელაძე განზრახ ამახინჯებს რეალობას პოლიციის დისკრედიტაციის მიზნით.
image

შეგახსენებთ, თითქმის ყველა გამოშვებაში გვხვდება ამგვარი დაუსაბუთებელი, ან რეალობისგან განსხვავებული რეპორტაჟები, რომლებიც მტკიცებულებებს მოკლებულია. ასე მაგალითად:,27 მარტს ტვ „პირველის“ მაყურებელმა „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში „კიდევ ერთი რეზონანსული ჟურნალისტური გამოძიება“ იხილა, სადაც საქართველოდან ევროპელი პენსიონერების თანხების თაღლითური გზით მითვისებასა და ამ ფულით „ქართული ოცნების“ დაფინანსების დანაშაულებრივ სქემაზე გვიამბეს..სკანდალური და უდავოდ სენსაციური ბრალდების მიუხედავად, სიუჟეტში, რომელიც 19 წუთზე მეტ დროს მოიცავს და რომლის მოსამზადებლადაც, ჟურნალისტის თქმით, გადაცემის ჯგუფი რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობდა, მტკიცებულებად მხოლოდ ორი ანონიმური ინფორმატორის წერილობითი და აუდიო ჩანაწერია ნაჩვენები..აღნიშნულ ჩანაწერებში ანონიმ ინფორმატორებად წარდგენილი წყაროები ამტკიცებენ, რომ თბილისში ფუნქციონირებს რამდენიმე კონსპირაციული ოფისი და „ქოლცენტრი“, საიდანაც ოპერატორები ევროკავშირის ქვეყნებში რეკავენ, თავს საერთაშორისო საბროკერო კომპანიის წარმომადგენლად აცნობენ და დიდი საპროცენტო სარგებლის სანაცვლოდ, ფინანსური დანაზოგის ვირტუალური ვალუტის ბიზნესში ჩადებას სთავაზობენ..როგორც სიუჟეტის ავტორები გვიმტკიცებენ, ამ ფინანსური მაქინაციის შედეგად „პენსიონერი ევროპაში ტყუვდება და წლობით ნაგროვებ ფულს ე.წ. საბროკერო კომპანიის ანგარიშზე რიცხავს. გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს ფული და დიდი მოგება ქრება, ხოლო დაზარალებულები ვერც საკუთარი ფულის კვალს პოულობენ და ვერც იმ კომპანიისას, ვის ანგარიშზეც ეს ფული ჩარიცხეს“..აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტი, იმავე ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, თუმცა ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ცდილობს მაყურებელი დაარწმუნოს, რომ „შავ ბიზნესს მფარველები“ ხელისუფლებაში ჰყავს..კერძოდ, სიუჟეტში ნათქვამია, რომ ერთ-ერთი ასეთი კონსპირაციული კომპანიის ოფისი, (რომლის სახელწოდებაც გადაცემის ჯგუფმა ვერ დააკონკრეტა, რადგან... ოფისის კარზე წარწერა არ იყო), „ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატის, კახა კახიშვილის მეგობარს, ისრაელის მოქალაქეს, მიხეილ ბენიამინს, იგივე მიშა ბენიაშვილს ეკუთვნის. იმავე ანონიმური წყაროს“ ცნობით, ბენიაშვილმა კახიშვილის მხრიდან ბიზნესის ლობირების სანაცვლოდ, მისი საარჩევნო კამპანია „შავი ფულით“ დააფინანსა..ანონიმური წყარო „შაბათის“ ეთერს ასევე უყვება, რომ „თაღლითური სქემით ნაშოვნი შავი ფული ქოლცენტრიდან პირდაპირ სუსის უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთანაც მიდის. 


საბოლოო ჯამში კი, კახიშვილისა და ლილუაშვილის ‘გამტარობით’ მმართველი პარტიის ყულაბაში 100 ათასობით დოლარი გროვდება“..როგორც აღვნიშნეთ, კორუფციული სქემის არსებობისა და ხელისუფლების მხრიდან მისი ლობირების შესახებ ბრალდების მტკიცებულებად მაყურებელი მხოლოდ ანონიმურ გზავნილებს უნდა დასჯერდეს, რომელთაგან, ერთ შემთხვევაში ნაჩვენებია მხოლოდ ინგლისურენოვანი მიმოწერის გრაფიკული კადრები, ხოლო მეორე შემთხვევაში, რუსულენოვანი აუდიოჩანაწერი, რომელიც ქართული სუბტიტრების თანხლებით არის წარმოდგენილი..კონფიდენციალობის მკაცრად დაცვის მიზეზს სიუჟეტის ავტორები იმით ხსნიან, რომ მათი თქმით, წყაროები აღნიშნული ოფისების თანამშრომლები არიან და თუკი ანონიმურობა დაცული არ იქნება, საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან, თუმცა ამ შემთხვევაში გაუგებარია, რატომ დააკონკრეტეს ჟურნალისტებმა თავიანთი წყაროების სამუშაო ადგილი და რატომ გაასაჯაროვეს ინფორმაცია, რომელიც მათ იდენტიფიცირებას ძალიან გაუადვილებს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს;.მით უმეტეს, რომ როგორც ჟურნალისტი რამდენჯერმე აღნიშნავს, ისინი შეშინებულები არიან, რადგან „შავი ბიზნესისა და დიდი ფულის სქემის გაშიფრვის გამო, შესაძლოა მოკლან... შუბლი გაუხვრიტონ“..ამ და სხვა წინააღმდეგობებიდან გამომდინარე იქმნება შთაბეჭდილება, რომ გადაცემის ჯგუფი მტკიცებულებების არქონის გამო, მაყურებელს მათ ნაცვლად სთავაზობს ემოციებზე გათვლილ დაძაბულ ინტრიგას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ეჭვებს ეფუძნება და არ შეესაბამება ჟურნალისტური გამოძიების სტანდარტებსა და პრაქტიკას..ასე, მაგალითად, მიუხედავად სრულიად კონკრეტული ბრალდებისა, სიუჟეტში საერთოდ არ არის წარმოდგენილი დაზარალებული მხარე. შესაბამისად ჩნდება კითხვა, რატომ ვერ მოხერხდა მრავალკვირიანი ჟურნალისტული გამოძიების პროცესში თუნდაც ერთი დაზარალებული პენსიონერის აღმოჩენა იმ „ათასობით ევროპელს“ შორის, რომელთა ფინანსური დანაზოგიც, სიუჟეტის თანახმად, თბილისიდან მართულ თაღლითურ სქემას შეეწირა?.ასეთი რესპონდენტის კომენტარი სიუჟეტს უდავოდ მეტ დამაჯერებლობას შესძენდა და სულ მცირე, დაგვანახებდა ჟურნალისტური და, შესაძლოა, არა მხოლოდ ჟურნალისტური გამოძიების საჭიროებას ამ მიმართულებით..მიუხედავად ამისა, სიუჟეტში მაყურებელმა დაზარალებული მხარე ვერ იხილა და ვერც „საიდუმლო კომპანიის“ წარმომადგენლებთან ან პასუხისმგებელ პირებთან დაკავშირების მცდელობა დაინახა გადაცემის ჯგუფის მხრიდან. სიუჟეტის ავტორი მაყურებელს ამ მხრივ მხოლოდ მიხეილ ბენიამინის ყოფილი მეუღლის კომენტარს სთავაზობს, რომელიც ამბობს, რომ განქორწინებულია და ჟურნალისტებს სთხოვს, ყოფილ მეუღლსთან დაკავშირებით ნუღარ შეაწუხებენ..ამ ეპიზოდში ყურადღებას იქცევს ჟურნალისტის „გაკვირვებული რეპლიკაც“ იმის შესახებ, რომ გასული წლის აგვისტოში ისინი ნამდვილად ცოლ-ქმარნი იყვნენ, თითქოს წარმოუდგენელი იყოს გასული წლის აგვისტოდან დღემდე წყვილის დაშორება ან ეს ფაქტი რამე დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს..ასეა თუ ისე, სიუჟეტში მაყურებელს არ მიეცა საშუალება მოესმინა უშუალოდ მიხეილ ბენიამინის ვერსია მისი კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით და ვერც იმაში დარწმუნდა, საერთოდ ეკუთვნოდა თუ არა სიუჟეტში ნაჩვენები ოფისები აღნიშნული პიროვნების კომპანიას..„სამაგიეროდ“, კონსპირაციულმა წყარომ სიუჟეტის მთავარ გმირად კახა კახიშვილის სიძე, ნიკა ასანიძე შემოგვთავაზა, რომელიც საიდუმლო ინფორმატორის ცნობით, პირადად მიდის „საეჭვო კომპანიის“ ოფისში და იქედან ჩემოდნით „შავი ფული, დაახლოებით, 200 ათასი დოლარი, გამოაქვს“..საგულისხმოა, რომ ნიკა ასანიძის ეპიზოდში ჟურნალისტმა განსაუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა მისი პიროვნებისა და ნივთების იდენტიფიცირებას - შავ იაგუარს, რომლითაც ნიკა ასანიძე გადაადგილდება და ჩანთას, რომელიც მას ხელში უჭირავს..ასანიძის პირადი ნივთების დასაფიქსირებლად ჟურნალისტებმა ავტომობილში სპეციალური სათვალთვალო მოწყობილობაც კი დაამონტაჟეს და მისი ავტომობილის სანომრე ნიშნებიც გაასაჯაროვეს, თითქოს იმის დასადასტურებლად, რომ ნიკა ასანიძე აღნიშნულ მისამართზე ნამდვილად იმყოფებოდა, როცა ამას ისედაც არავინ უარყოფდა..მეტიც - ასანიძის ყოფნა ხსენებულ ან რომელიმე სხვა ავტოსადგომზე თავისთავად არაფერს ამბობს მისი იქ ყოფნის მიზანზე და აბსოლუტურად არ ადასტურებს იმ ბრალდებებს, რომლებიც სიუჟეტში გაჟღერდა..საბოლოო ჯამში გადაცემის გუნდი შეეცადა, ჩანთით მოსიარულე ნიკა ასანიძის პიროვნების იდენტიფიცირება გაეიგივებინა სიუჟეტში გაჟღერებული ყველა ბრალდების მტკიცებულებასთან, რაც ცალსახა მანიპულაციად შეიძლება შეფასდეს..გადაცემის ჯგუფის მიერ ფარულად მოპოვებულ კადრებში ვხედავთ კახიშვილის სიძეს, რომელიც „საეჭვო ოფისის“ მიმდებარე ტერიტორიასთან იაგუარით გადაადგილდება და ზოგჯერ ჩანთასაც დაატარებს, თუმცა მაყურებლისთვის გაურკვეველი დარჩა, იდო თუ არა ამ ჩანთაში თანხა, რაც მთელი ამ ამბის საკვანძო მომენტი უნდა ყოფილიყო..აღსანიშნავია, რომ თავად ნიკა ასანიძე ჟურნალისტთან საუბრისას ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ოფისში, სადაც ის იმყოფებოდა, არქიტექტურული კომპანია ფუნქციონირებს..მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ სენსაციური სათაურისა და ანონსის მიუხედავად, ჟურნალისტებმა ვერ შეძლეს მათ მიერ გაჟღერებული ბრალდებების დადასტურება და მაყურებელს ვერ შესთავაზეს მეტ-ნაკლებად დამაჯერებელი ვერც ერთი მტკიცებულება..შესაბამისად, გაურკვეველი დარჩა, საერთოდ რა მიზანს ემსახურებოდა ჟურნალისტური გამოძიების სტატუსით შეფუთული სიუჟეტი, რომელიც, თავად ავტორებისვე განცხადებით, „გონივრულ ეჭვებს“ და ვარაუდებს ეფუძნება.


intermedia ge 




კომენტარები:

ფართი შოპი