თეა თაბაგარი, პოეტი:
_ერთმა ნაცნობმა ახალგაზრდამ მომწერა წეღან, რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე თავისუფლების დასაცავად მივდივარო...
ჯერ ერთი, ეს აქცია ნარკორეალიზატორების მხარდასაჭერად იმართება და თან იქ მისული გამარგინალებული პოლიტ თუ სხვა პირადგამორჩენაზეორიენტირებული სახეების გვერდით დგომა, მინიმუმ, უხერხული უნდა იყოს ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისთვის, განსაკუთრებით ახალი თაობისთვის...
და მეორეც, რაც შეეხება ნარკომანიას - ნარკოდამოკიდებულება სიტყვა "ნარკომანთან" ერთად, შედგება სიტყვისგან "დამოკიდებულება". სადაც დამოკიდებულებაა, იქ "თავისუფლებას" რა ესაქმება?
ერთადერთი, რაზეც შეიძლება ვიყოთ დამოკიდებული თავისუფალი ადამიანები, ეს არის სინდისი, რომელიც 100 %-ით ჩვენია! ვისთვის ის შეიძლება იყოს ღმერთი და ვისთვის მხოლოდ საკუთარ თავთან მართლად ყოფნა, მაგრამ დამოკიდებულება და მით უფრო - რამე ტიპის აზარტზე ან ნივთიერებაზე, ვერასდროს იქნება ახლოს იმ ფასეულობასთან, რასაც თავისუფლება ჰქვია (სწორედ ამიტომ იმსახურებენ სიბრალულს ნარკომანები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მათი გაუბედურებით ხელისმომთმობნი - იქნება ეს მსხვილი თუ წვრილფეხა ბარიგა).