ევროვიზია 2021-ის გამარჯვებული იტალია გახდა

23 May 2021 13:04

ევროვიზია 2021-ის გამარჯვებული იტალიის წარმომადგენელი Måneskin სიმღერით Zitti E Buoni გახდა. მან ჟიურის შეფასებით 206 ქულა ხოლო მაყურებლისგან 318 ქულა მიიღო. მიღებული 524 ქულით მან გადაასწრო საფრანგეთს, რომელსაც ჯამში 499 ქულა ჰქონდა დაგროვებული.


ევროვიზიის ფინალში ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში გაიმართა. მასში 39 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას.


საქართველოს ეროვნულმა ჟიურიმ უმაღლესი 12 ქულა იტალიას მიაკუთვნა. ნახევარფინალური შოუები 18 და 21 მაისს გაიმართა.საქართველომ მონაწილეობა მეორე ნახევარფინალში მიიღო. ქვეყანა თორნიკე ყიფიანმა სიმღერით You წარადგინა, თუმცა ფინალში ვერ გადავიდა.


ალია





კომენტარები:

ფართი შოპი