თუ ყველა ჩავთვლით რომ გამარჯვებისთვის საჭიროა, არ გავექცევი პასუხისმგებლობას - მელია მერობის კანდიდატობაზე

23 May 2021 14:14

"მე ამ წუთას ჩემს თავს ვხედავ ბრძოლაში, რომელიც არ იქნება შემოსაზღვრული თბილისით. რა თქმა უნდა, ეს არ აკნინებს თბილისის მერობის კანდიდატობას და თბილისის მერობას, მაგრამ მხოლოდ ერთ შემთხვევაში მე, შეიძლება, ჩემი მეგობრების, კოლეგების, პარტნიორი პარტიების თავმჯდომარეების გულწრფელ სურვილს ანგარიში გავუწიო. თუ ისინი თვლიან, თუ ჩვენ ყველა ჩავთვლით, რომ გამარჯვებისთვის საჭიროა, რომ ნიკა შენ ასე მოიქცე და ასე მოვიქცეთ, რა თქმა უნდა, მე არ გავექცევი პასუხისმგებლობას და ბრძოლას. ამ წუთას ეს პოზიცია მაქვს. აქ მერობის კანდიდატზე რატომ არის აქცენტი გაკეთებული, ვფიქრობ მაინცდამაინც სწორი არაა. გუნდი კოალიციური უნდა იყოს ვინც არ უნდა იყოს კანდიდატი. მერობის კანდიდატზე არანაკლებ მნიშვნელოვანი და მე რომ მკითხოთ უფრო მნიშვნელოვანია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ ნომინირებული ვინ იქნება, რახან თბილისზე ვსაუბრობთ".


მთავარი არხი 




კომენტარები:

ფართი შოპი