პრინცი ჰარი – კრიტიკოსები არ გაჩერდებიან მანამდე, სანამ მეგანი არ მოკვდება

23 May 2021 14:34

„კრიტიკოსები არ გაჩერდებიან მანამდე, სანამ მეგანი არ მოკვდება“,- ამის შესახებ პრინცმა ჰარიმ კიდევ ერთი სკანდალური ინტერვიუს დროს განაცხადა, რომელიც  დოკუმენტური ფილმის „The Me You Can’t See“ (მე, რომელსაც შენ ვერ ხედავ) ფარგლებში ჩაიწერა.

 

ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.

ჰარიმ ინტერვიუს დროს მეგანის მდგომარეობასა და საკუთარ შიშებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

 

სასექსის ჰერცოგი აცხადებს, რომ სამეფო ოჯახი მეგანს არ დახმარებია, როდესაც მას სუიციდური ფიქრები ჰქონდა.

 

„ისტორია მეორდება“,- ამ სიტყვებით პრინცმა ჰარიმ პარალელი მისი დედის, პრინცესა დიანას ცხოვრებასთან გაავლო, რომელიც მაშინ გარდაიცვალა, როდესაც ჰარი 12 წლის იყო.

 

„მე ვერ დავკარგავ კიდევ ერთ ქალს ჩემს ცხოვრებაში“,- აღნიშნა მან.

 

ჰარის თქმით, დედაზე პირველი მოგონება ისაა, რომ პრინცესა დიანა „ცრემლების გამო მანქანას ვერ მართავდა, რადგან მას ფოტოგრაფები მისდევდნენ.

 

მის სიკვდილამდე ეს ყოველდღე ხდებოდა. არანაირი დაცვა არ არსებობდა. ერთ-ერთი გრძნობა, რომელიც ყოველთვის მაწუხებს, უმწეობაა”,-აღნიშნა მან.

 


primetime.ge




კომენტარები:

ფართი შოპი