"მოძრაობამ მომავლისთვის" სოფელ ერგნეთის მცხოვრებლებს სასოფლო სამეურნეო ტექნიკა გასასცა

23 May 2021 16:11

კვირას, 23 მაისს, "მოძრაობამ მომავლისთვის" სოფელ ერგნეთის მცხოვრებლებს სასოფლო სამეურნეო ტექნიკა გასასცა. ამ სოფლის მოსახლეს  ვეფხვია კასრაძეს სასოფლო სამეურნეო სამუშაოებისთვის ტრაქტორი გადაეცა, რომელიც მთელი სოფლის მოსახლეობის საჭიროებას მოხმარდება. 


"მოძრაობა მომავლისთვის“, მამუკა ხაზარაძის ოჯახის დახმარებით, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას, ცდილობს განსაკუთრებით დაეხამროს. ხოლო სოფელ ერგნეთზე ერთგვარი პატრონაჟი აქვს აღებული. 


სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ზემოაღნიშნულ პირებს სახელმწიფოს მხარდაჭერის მუდმივი განცდა ქონდეთ, რაც სამწუხაროდ არ იგრძნობა. საოკუპაციო-გამყოფ ხაზებთან ჩვენი თანამოქალაქეების ყოველდღიური ყოფა არის გმირობის მაგალითი. ისინი ამაგრებენ და არ ცლიან კრიტიკულად მნიშვნელოვან ტერიტორიებს. შესაბამისად, ხელისუფლების მხრიდან, მუდმივად უნდა გრძნობდნენ, როგორც ფიზიკურ, ასევე ფინანსურ დახმარებას, მათი ღირსეულად ცხოვრების უზრუნველსაყოფად. სამწუხაროდ ეს არ ხორციელდება და შესაბამისად ანალოგიური აქციები, ამ ადამიანებისთვის უმნიშვნელოვანესია.


ჯერ კიდევ პანდემიის პირველი ტალღის დროსაც მოძრაობა მომავლისთვის და ხაზარაძეების ოჯახმა, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, საკვებით დაეხმარა სოფლის ყველა მცხოვრებს. ასევე, დახმარება ხდებოდა, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ სხვა სოფლების მაცხოვრებლებისთვისაც. კამპანიის ამოცანაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო-გამყოფ ხაზებთან მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, მათი უფლებების დაცვა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება. 


საქართველოს უნდა გააჩნდეს მცოცავი ანექსიის შემაჩერებელი და დეოკუპაციისკენ მიმართული სტრატეგია, რომელიც იქნება ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ნაწილი ერთიანი სამოქმედო გეგმით, რაც უზრუნველყოფს, პირველ რიგში, უსაფრთხოებას, თანმიმდევრულობას და სტაბილურობას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ მიმავალ  რთულ გზაზე.





კომენტარები:

ფართი შოპი