200-ლარიანი დახმარება ბავშვებს – გაეცანით სახელმწიფო პროგრამის პირობებს

23 May 2021 16:22

საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს, რომლის მისანიც შობადობის მატერიალური წახალისებაა. 


ამ პროგრამის ბენეფიციარია 2014 წლის 1-ლი ივნისიდან დაბადებული ბავშვი (ტყუპით მშობიარობის შემთხვევაში – ბავშვები), რომლის ბიოლოგიური დედა/ოჯახი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მიხედვით ფაქტობრივად ცხოვრობს საქართველოს იმ რეგიონში, სადაც ბავშვის (ბავშვების) დაბადების წლის წინა მე-2 და მე-3 წელში წლიური ბუნებრივი მატების საშუალო დადებითი მაჩვენებელი (ამ მაჩვენებელს განსაზღვრავს სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური) არ ფიქსირდება და ამ ბავშვის (ტყუპით მშობიარობის შემთხვევაში – ერთ-ერთი ტყუპისცალი) დაბადების დღის მდგომარეობით არის მისი ბიოლოგიური დედის რიგით მესამე ან შემდეგი ცოცხლადშობილი შვილი.


ბენეფიციარს ენიშნება ყოველთვიური ფულადი დახმარება მაღალმთიან რეგიონში საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მიხედვით ფაქტობრივად მცხოვრებთათვის – 200 ლარის ოდენობით, ხოლო არა მაღალმთიან რეგიონში საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მიხედვით ფაქტობრივად მცხოვრებთათვის – 150 ლარის ოდენობით.


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი