ვარლამ გოლეთიანი - უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს

23 May 2021 19:15

რესპუბლიკის მოედანზე "ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას გადადგომა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა.


როგორც მან განაცხადა, აქციის მონაწილეები მზად იყვნენ ხელისუფლებასთან დიალოგისთვის, თუმცა, ეკონომიკის მინისტრი „შეხვედრიდან გაიპარა“.


„ხშირად გვდებენ ბრალს, რომ ჩვენ ვლობირებთ რუსული კილოვატსათების გაყიდვას ქვეყანაში, ვართ დესტრუქციული ძალა, უბრალოდ, არ გვინდა, რომ ჰესი აშენდეს და ვართ კამპანია „არა ჰესებს“. ეს ასე არ არის მეგობრებო, ჩვენ ამისთვის გვჭირდება პაუზა და იმ ენერგოპოლიტიკის განსაზღვრა, რომელიც დღეს ქვეყანას არ აქვს და ასე ქაოტურად ხდება ამ პროცესის წარმართვა ყველა ხეობის დაბეტონება, რისთვის და ვისთვის,ეს არის გაუგებარი. ის, რომ აქ კონკრეტულად ვიწრო ინტერესები იკვეთება ამა თუ იმ პერსონალის და ჩინოვნიკების, ჩვენ ამას უკვე 209 დღეა ვამბობთ. ამავდროულად ვითხოვთ, რომ აღიძრას საქმე ყველა იმ პირზე, რომლიც ჩართული იყო ამ დოკუმენტაციის მომზადების პროცესში. თქვენ იცით,რომ ჩვენ ვითხოვდით და ვითხოვთ ეკონომიკის მინისტრის გადადგომას იმ ქმედების გამო, რაც მან ქუთაისში, მუნიციპალიტეტის შენობაში გააკეთა.ჩვენ გვაბრალებენ,რომ თითქოს დიალოგზე არ მივდივართ, მისული ვიყავით ამ დიალოგზე 8 ადამიანის შემადგენლობით და თვითონ გაიპარა ამ შეხვედრიდან, ეს ყველამ კარგად ვნახეთ. ამიტომ, ამ შეურაცხმყოფელი ჟესტის გამო, ჩვენ შემდგომ აქციაზე მოვითხოვეთ მისი გადადგომა, თუმცა, დღეს ემატება მისი პასუისმგებლობის საკითხი ამ ნაწილში. აუცილებლად უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავასთან დაკავშირებით, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, რომელიც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს ამ პროექტთან მიმართებით“,-განაცხადა გოლეთიანმა.


მან ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას შესაძლო პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვინც კომპანია “ენკასთან“ დოკუმენტს ხელი მოაწერა.


„უნდა მოხდეს აღიარება, რომ დასასჯელი არიან მთელი რიგი პერსონები. იმისთვის, რომ არ მოხდეს ამ საკითხის პოლიტიზირება, თუნდმაც ვიცით, რომ ბატონი გახარაის ხელმოწერაც არის რიონის ხეობის გადაცემასთან დაკავშირებით, ვიცით, რომ 121 ლარად გაყიდეს მთელი ხეობა სრულიად დაუსაბუთებლად. ამიტომ, ხშირად აპელირებენ, თქოს რაღაც პოლიტიკური ინტერესი გვაქვს და ამიტომ ვაყენებთ თუნდაც მისი პასუხისმგებლობის საკითხს. არა მეგობრებო, ასე არ არის. ვინც კი დამნაშავეს, ვისაც ხელი აქვს მოწერილი, მან ამ ნიშნით უნდა აგოს სწორედ პასუხი. ამიტომ ვერ შევიკავებთ თავს, თუ დღეს ვინმეს პარტიული ძალის ჩამოყალიბება უნდა ამ ქვეყანაში. ბოდიში მასთან, თუ რაღ აც დანაშაული აქვს ჩადენილი და არ ვთქვათ, რომ ხელი არ შეეშალოს თავისი პარტიული მიზნების განხორციელებაში. ამიტომ, ვერ გავიზიარებთ მოსაზებას, რომ ჩვენ ამ პროცესს ხელს ვუშლით. პირიქით, წინგადაგმული ნაბიჯია, როცა იქნება იმის პრეცედენტი, რომ ამ ქვეყანაში დამნაშავეები ბოლოს და ბოლოდ დაისჯებიან“,-განაცხადა გოლეთიანმა.




კომენტარები:

ფართი შოპი