“მაღაზიაში შუახნის ქალი კვერცხის ფასს დააკვირდა, საფულეში ჩაიხედა… კვერცხიც აღარ ვჭამო? ჩაილაპარაკა და კარებისკენ დაიძრა”

23 May 2021 21:12

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელიც საქართველოში არსებულ ეკონომიკურ სიდუხჭირეს ეხება.


“წეღან, მაღაზიაში, შუახნის ქალი კვერცხის ფასს დააკვირდა – , 5,4 ლარი. გვერდით ვიდექი – საფულეში ჩაიხედა… – კვერცხიც აღარ ვჭამო? ჩაილაპარაკა და კარებისკენ დაიძრა. მერჩივნა მიწა გამსკდომოდა. თაროზე დავაბრუნე იოგურტი და მეც გამოვედი.
ჰო, ეს არაფერი განსაკუთრებული, მომავალ თვეს წავიკითხავთ ნიუსს – ფასები მხოლოდ x%_ით გაიზარდა.


და ვინ ითვლის იმათ, ვინც დღეს მშიერმა უნდა დაიძინოს? თუმცა ეგეც სტატისტიკაა…”, – წერს მირცხულავა ფეისბუქზე.


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი