"ჩვენი ოჯახი შედგება ბევრი თავნება ადამიანისგან..." - ბადრი პატარკაციშვილის ქალიშვილების ლონდონური ცხოვრება და ოჯახური ფოტოები

23 May 2021 21:53

2008 წლის 13 თე­ბერ­ვალს ლონ­დონ­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში, მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა ბიზ­ნეს­მე­ნი ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი გუ­ლის შე­ტე­ვა გახ­ლდათ. იმ წლებ­ში პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის გარ­შე­მო ინ­ტე­რე­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გაზ­რდი­ლი იყო. პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის მო­უ­ლოდ­ნე­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბა დიდი ხნის მან­ძილ­ზე ოპო­ზი­ცი­ა­ში აჩენ­და ეჭვს, რომ შე­საძ­ლოა, პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი მო­წამ­ლეს, თუმ­ცა ეს ვერ­სია არ და­დას­ტურ­და.


პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­თან იმ წლებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მე­გობ­რობ­და ქარ­თუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სი. პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლე­ბის დები, დის შვი­ლე­ბი, პო­პუ­ლა­რუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რი სიძე - ავ­თან­დილ ცქვი­ტი­ნი­ძე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში იყ­ვნენ.

ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს­თან, ინა გუ­და­ვა­ძეს­თან ერ­თად

ბიზ­ნეს­მენ­მა შექ­მნა პრო­ექ­ტი "არტ იმე­დი", სა­დაც უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი გა­ა­ერ­თი­ა­ნა და მა­შინ ერ­თგვა­რი გა­მო­ცო­ცხლე­ბა და­ი­წყო ქარ­თუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის. მი­უ­ხე­და­ვად ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი­სა და მისი ნა­თე­სა­ვე­ბის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბი­სა, თით­ქმის არა­სო­დეს ჩან­და მისი ოჯა­ხი, მე­უღ­ლე და ორი ქა­ლიშ­ვი­ლი.


რძლი­სა და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის შე­სა­ხებ ბიზ­ნეს­მე­ნის დედა, ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში სა­უბ­რობ­და ხოლ­მე. ლიკა და ია პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლე­ბი, დედა ინა გუ­და­ვა­ძეს­თან ერ­თად ლონ­დონ­ში ცხოვ­რობ­დნენ, გო­გო­ნებ­მა თა­ვის დრო­ზე გა­ნათ­ლე­ბაც იქ მი­ი­ღეს და ორი­ვეს უცხო­ე­ლი ქმრე­ბი ჰყავთ.


ლიკა პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი დე­დას­თან, ინა გუ­და­ვა­ძესთნ ერ­თად

ბიზ­ნეს­მე­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა, რომ ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილს მოს­კოვ­ში კი­დევ ერთი შვი­ლი, ვაჟი ჰყავ­და, რო­მელ­საც აღი­ა­რებ­და, თუმ­ცა ოჯახ­მა არ იცო­და.


ნა­თე­ლა პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნალ "თბი­ლი­სე­ლებ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ყვე­ბო­და:


"ბად­რის გო­გო­ნე­ბი თა­ვი­ანთ ოჯა­ხებ­თან ერ­თად ლონ­დონ­ში ცალკ-ცალ­კე ცხოვ­რო­ბენ, მაგ­რამ ხში­რად მი­დი­ან სტუმ­რად დე­დას­თან. მათ მა­ინც ქა­ლაქ­ში ურ­ჩევ­ნი­ათ ცხოვ­რე­ბა, ინა კი ქა­ლაქ­გა­რეთ ცხოვ­რობს. იქ გა­დატ­ვირ­თუ­ლი ცხოვ­რე­ბაა, ბავ­შვე­ბი ათას რა­მე­ზე დაჰ­ყავთ. როცა დრო აქვთ, ინას­თან არი­ან. ინა ბად­რის საქ­მე­ე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი რძა­ლი მყავს, ყვე­ლა­ფერს კარ­გად არ­თმევს თავს. უფ­რო­სი შვი­ლი ლიკა, მა­მას ისე ჰგავს თვი­სე­ბე­ბით, სა­უბ­რის მა­ნე­რით, თით­ქოს ბად­რი ლა­პა­რა­კობს. იაც და ლი­კაც ჭკვი­ა­ნი გო­გო­ნე­ბი არი­ან...".


ლიკა და ია პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლე­ბი დე­დასთნ და მე­უღ­ლე­ებ­თან ერ­თად

ლიკა პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი-ჟმო­ტო­ვა დიდი ხა­ნია და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია და ორი შვი­ლი ჰყავს. მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დის“ მმარ­თვე­ლო­ბაც ჩა­ი­ბა­რა...


ლი­კას ორი შვი­ლი ჰყავს და გარ­და იმი­სა, რომ მა­მის ბიზ­ნე­სებს ხელ­მძღვა­ნე­ლობს, თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბით არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი. 2019 წელს მა­მის ხსოვ­ნას მი­უ­ძღვნა სპე­ცი­ა­ლუ­რი ინ­სტა­ლა­ცია, რო­მე­ლიც ლონ­დო­ნის შემ­დეგ ქარ­თუ­ლი სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი.


ლი­კამ, რო­გორ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, გა­და­წყვი­ტა, რომ ამ ინ­სტა­ლა­ცი­ით იმ 11 წელ­ზე მო­ე­ყო­ლა, რაც მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გა­მო­ი­ა­რა. ინ­სტა­ლა­ცია, სა­ხელ­წო­დე­ბით - "ხმე­ბი ჩემს თავ­ში“ სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა აუ­დი­ტო­რი­ის­თვის.


ვი­დე­ო­ში ლიკა ყვე­ბა: "მე ვარ ლიკა პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი, ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი, ეს არის ჩემი ხედ­ვა, ჩემი მო­ნა­თხრო­ბი ყვე­ლა იმ მოვ­ლე­ნის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ჩემ­მა ოჯახ­მა გა­ი­ა­რა ბოლო 11 წლის მან­ძილ­ზე. ინ­სტა­ლა­ცი­ის იდეა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ყვე­ლა­ფე­რი ლა­მა­ზად გა­ნა­თე­ბუ­ლია, შემ­დეგ კი კაშ­კა­შა სივ­რცი­დან მნახ­ვე­ლი ხვდე­ბა ბნელ გვი­რაბ­ში. ზუს­ტად ეს დაგ­ვე­მარ­თა ჩვენც. მი­დი­ხარ ამ გვი­რაბ­ში და ზუს­ტად არ იცი, სად მი­გიყ­ვანს. და ესეც გა­მიზ­ნუ­ლად, კარ­გად ვერ ხე­დავ, სად არის გა­სას­ვლე­ლი.


გა­სას­ვე­ლი არ­სა­დაა, მხო­ლოდ შე­საძ­ლე­ბე­ლია გვი­რა­ბის გარ­ღვე­ვა, მის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად. დიდი დრო დას­ჭირ­დე­ბო­და იმ ყვე­ლაფ­რის ახ­სნას, რაც ჩვენ­მა ოჯახ­მა გა­მო­ი­ა­რა, იმ ამ­ბე­ბის გამო, რაც მოხ­და მა­მა­ჩე­მის და ჩვე­ნი ოჯა­ხის გარ­შე­მო, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, 11 წლის წინ. მარ­თა­ლია, ჩვე­ნი ოჯა­ხი შედ­გე­ბა ბევ­რი თავ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნის­გან, ჩვენ მა­ინც ვა­ხერ­ხებ­დით გუნ­დუ­რად მუ­შა­ო­ბას, რად­გან ოჯა­ხი ჩვენ­თვის პირ­ველ ად­გილ­ზეა. ესაა ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი ქო­ნე­ბა. ძა­ლი­ან ძლი­ე­რე­ბი ვართ. ბოლო 11 წლის მან­ძილ­ზე რო­დე­საც მამა გარ­და­იც­ვა­ლა, ჩვენ მოგ­ვი­წია მისი მემ­კვიდ­რე­ო­ბის­თვის ბრძო­ლა. ჩვენ გა­და­ვა­წყდით ძა­ლი­ან ბევრ თაღ­ლითს, დამ­ნა­შა­ვეს...“ - ამ­ბობს ვი­დე­ო­ში ლიკა პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი.


ლი­კას უმ­ცრო­სი და - ია პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი 16 წე­ლია რაც უკ­რა­ი­ნელ ევ­გე­ნი გუ­ნი­აკ­ზეა და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი. წყვილს ორი შვი­ლი ჰყავს და რო­გორც უფ­რო­სი და, ისიც ლონ­დონ­ში ცხოვ­რობს.


ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ქვრი­ვი ინა გუ­და­ვა­ძე რამ­დენ­ჯერ­მე მოხ­ვდა ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ბრი­ტა­ნე­ლე­ბის სი­ა­ში. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, მისი ქო­ნე­ბა 650 მი­ლი­ონ სტერ­ლინ­გად იყო შე­ფა­სე­ბუ­ლი.


ამბები.ge




კომენტარები:

ფართი შოპი