"მითხრა: "გაიხადე", მე უბრალოდ გავიყინე და მერე არაფერი მახსოვს... თვეების მანძილზე ავად ვიყავი" - ლედი გაგამ მასზე განხორციელებული სექსუალური ძალადობა გაიხსენა

23 May 2021 22:48

პოპ­ვარ­სკვლა­ვი ლედი გა­გამ, ოპრა უინფრი­სა და პრინ­ცი ჰა­რის ერ­თობ­ლი­ვი გა­და­ცე­მის პირ­ველ სე­რი­ა­ში - "მე, რო­მელ­საც ვერ მხე­დავ", მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­სა და მის­გან გა­მოწ­ვე­ულ მენ­ტა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე ისა­უბ­რა.


ამ გა­და­ცე­მის სე­რი­ე­ბის მი­ზა­ნია მენ­ტა­ლუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სტიგ­მის დამ­სხვრე­ვა და სა­კი­თხის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა.


გა­გას გან­ცხა­დე­ბით, ის 19 წლის იყო, რო­დე­საც თა­ვი­სი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რის მხრი­დან, შან­ტაჟს სა­ფუძ­ველ­ზე, ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი გახ­და:


"მე ვი­ყა­ვი 19 წლის და უკვე შო­უ­ბიზ­ნეს­ში ვმუ­შა­ობ­დი, რო­დე­საც ჩემ­მა პრო­დი­უ­სერ­მა მი­თხრა: "გა­ი­ხა­დე ტან­საც­მე­ლი!" - მე უარი ვუ­თხა­რი და წა­მო­ვე­დი, მაგ­რამ მან მი­თხრა, რომ ისი­ნი ყვე­ლა ჩემს მუ­სი­კა­ლურ ნა­მუ­შე­ვარს დაწ­ვავ­დნენ და არ გა­ჩერ­დე­ბოდ­ნენ. მე უბ­რა­ლოდ გა­ვი­ყი­ნე და მერე არა­ფე­რი მახ­სოვს..." - ყვე­ბა ატი­რე­ბუ­ლი გაგა.


ლედი გა­გამ ისა­უბ­რა გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის შე­დე­გად და­ორ­სუ­ლე­ბის შე­სა­ხებ... მისი თქმით, წარ­სუ­ლი ტრავ­მა და­ეხ­მა­რა ისეთ ძლი­ერ ქა­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი­ყო, რო­გო­რიც დღეს არის, მაგ­რამ მა­ნამ­დე ამ ტკი­ვი­ლის გა­საძ­ლე­ბად წლე­ბი დას­ჭირ­და:


”ჯერ სრულ ტკი­ვილს ვგრძნობ­დი, შემ­დეგ კი გავ­ბუჟ­დი. ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იგი­ვე გოგო არ ვი­ყა­ვი. ტრავ­მის შე­დე­გად, სრუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი აშ­ლი­ლო­ბა და­მე­მარ­თა და უკი­დუ­რე­სი პა­რა­ნო­ი­ის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დი. თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე ავად ვი­ყა­ვი... კვი­რას კვი­რა მის­დევ­და, მე ისევ ცუ­დად ვი­ყა­ვი. მივ­ხვდი, რომ ეს იყო იგი­ვე ტკი­ვი­ლი, რაც მა­შინ ვიგ­რძე­ნი, რო­დე­საც ჩემ­ზე იძა­ლა­დეს. თა­ვის ტვი­ნის უამ­რა­ვი კვლე­ვა მაქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, სა­დაც ექი­მე­ბი ვე­რა­ფერს პო­უ­ლობ­დნენ, მაგ­რამ ის შეგ­რძნე­ბა სხე­ულს ახ­სოვ­და...


გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბი­სათ­ვის ორ­ნა­ხე­ვა­რი წელი დამ­ჭირ­და, თუმ­ცა, ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთი მცი­რე­დი მი­ზე­ზიც საკ­მა­რი­სი იყო, რომ ემო­ცი­უ­რი და ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი დამ­ბრუ­ნე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა ვის­წავ­ლე და ყვე­ლა­ფე­რი ნელ­ნე­ლა შე­იც­ვა­ლა".


პოპ­ვარ­სკვლა­ვი ამ­ბობს, რომ მო­ძა­ლა­დის სა­ხელს არას­დროს გა­ამ­ჟღავ­ნებს:


"მეს­მის ამ კამ­პა­ნი­ის არსი, მეს­მის, რომ ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის ეს შვე­ბაა, თუმ­ცა, არა - ჩემ­თვის... არ მინ­და, ამ ადა­მი­ანს ოდეს­მე ისევ გა­და­ვე­ყა­რო..."


ამბები.ge




კომენტარები:

ფართი შოპი