როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

24 May 2021 12:00

24 მაისს ქუთაისში +20 გრადუსი და უმეტესად წვიმიანი დღეა ნავარაუდევი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ასევე წვიმას პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ოზურგეთში, სადაც დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.


ფოთში დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექიანი დღე იქნება ზუგდიდშიც, სადაც დღის განმავლობაში +20 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.


მესტიაში +22 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში გამოიდარებს. +25 გრადუსს პროგნოზირებენ დღისით, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.


ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ახალციხეში. დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსამდე დაიწევს.


+25 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.


გორში დღისით +32 გრადუსი და უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.


გუდაურში წვიმა და +20 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსამდე დაიწევს.


ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +33 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მოსალოდნელია უნალექო დღე. დღის განმავლობაში +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი.


გურჯაანში დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.


რუსთავში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უმეტესად მზიანია დღეა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია ძლიერი ქარი.


imedinews.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი