სხეულის სიკვდილის შემდეგ, სული სამყაროში ბრუნდება — ასეთია ბრიტანელი მეცნიერების კვლევის შედეგი

24 May 2021 12:43

ადამიანის სული, სხეულთან ერთად კი არ კვდება, — სამყაროში ბრუნდება. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ბრიტანელი მეცნიერები, რომლებიც ცნობიერების კვანტურ თეორიაზე 20 წელზე მეტ ხანს მუშაობდნენ.


imageკვლევის ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ სულის არსებობის დამტკიცება, სამეცნიერო თვალსაზრისითაც შესაძლებელია. «სინაფსური შესასვლელი კვანტურ რხევებს აკონტროლებს, რომელიც მიკრომილებში მიმდინარეობს. ეს უჯრედის სტრუქტურის ძირითადი კომპონენტია. ხოლო, მეხსიერების შენარჩუნება, ობიექტური შემცირების გზით ხდება», — განაცხადეს კვლევის ავტორებმა.


მეცნიერები თავის ტვინს, როგორც ბიოლოგიურ კომპიუტერს განიხილავენ, რომლის პროგრამულ უზრუნველყოფას ცნობიერება ახორციელებს და რომელიც არსებობას ადამიანის სიკვდილის შემდეგაც არ წყვეტს. ხოლო, მის მიერ დაგროვილი მონაცემების განხილვა, უკვე სამყაროში ხდება. კლინიკურიimage
სიკვდილის შემთხვევაში კი, ცნობიერებას დაბრუნება შეუძლია.


სული, როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ტვინის უჯრედების ურთიერთქმედების შედეგისგან, განსხვავებულ რაღაცას წარმოადგენს და მისი განხილვა სავსებით შესაძლებელია, იმ შემთხვევაში, თუ სხვა დონის რეალობის არსებობის დაშვება მოხდება, რომელის შესწავლაც, ტრადიციული, სამეცნიერო მეთოდებით, ჯერ–ჯერობით შეუძლებელია. ხოლო, ამ სიცარიელის ამოვსება, კვანტური ტექნოლოგიების განვითარებით არის შესაძლებელი.


intermedia.ge




კომენტარები:

ფართი შოპი