"ყველაფერი უნდა ვაქციოთ იმ ინსტრუმენტად, რომელიც საქართველოს მოაშორებს ამ კიბოს" - მიხეილ სააკაშვილი

24 May 2021 12:56

"ყველაფერი რაც ეხება, მათ შორის ამ პარლამენტში მონაიწლეობას იმისათვის, რომ რაღაცაში ეს გამოგვადგეს, უნდა ვკითხოთ ჩენს ხალხს, თუ ხალხი ჩათვლის, რომ ესეც გამოსადეგარი რამაა, ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ გადაწყვეტილებას", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეიზდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ისაუბრა. 

მისი თქმით, ამ ბრძოლაში არავის თვითმიზანი ან მიზანი პარლამენტში შესვლა არაა. როგორც ის ამბობს, ამ ბრძოლის მიზანია, რომ მმართველმა გუნდმა თვითმმართველობის არჩევნებში 43% ვერ აიღოს და "არცერთი ნაბიჯით ჩვენ უკან არ უნდა დავიხიოთ, ეს არაა ზოგადი სიტყვები".

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას კიევში ვიზიტს, როგორც მიხეილ სააკაშვილმა თქვა, "შეთანხმდენენ იმაზე, რომ ამ ბრძოლაში მიდიან ბოლომდე". 

"ეს ბრძოლა უნდა იყოს ყველა შესაძლო საშუალების გამოყენებით, ყველაფერი უნდა ვაქციოთ იმ ინსტრუმენტად, რომელიც საქართველოს მოაშორებს ამ კიბოს", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.


მთავარი არხი 





კომენტარები:

ფართი შოპი