"ძალიან დამამცირებელია... ეს არის დიდი აფიორა" | მიხეილ სააკაშვილი ქართველების გერმანიაში დასაქმებაზე

24 May 2021 13:08

"ძალიან დამამცირებელია, როდესაც ვუყურებთ კვალიფიციურ მუშაკებს, რომლებიც მუხლებამდე ტალახში დადიან და აკეთებენ იმ საქმეს, რომელსაც არც გერმანელი, პოლონელი თუ უკრაინელი აღარ კიდებს ხელს", - ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი "მთავარი არხის" ეთერში გადაცემაში "მთავარი აქცენტები" გერმანიაში სეზონურად დასაქმების პროგრამას.

როგორც ის ამბობს, ამ სამუშაოებზე გერმანელებიც კი უარს ამბობენ.

"ეს არის დიდი აფიორა, დიდი ფულის გათეთრების ოპერაცია, დიდი სკანდალი, ამ ხალხმა მოიპარა შვიდი მილიარდი ლარი კოვიდზე და ახლა მოიპარა რამდენიმე ასეული მილიონი ლარი ვითომ მოქალაქეების დასაქმებაზე... და თუ მართლა ამდენი მილიონი იხარჯება მოქალაქეების დასაქმებაზე, ესაა საქართველოს წინააღმდეგ ძირგამომთხრელი ოპერაცია. ე.ი. შენ ხარჯავ სიმწრით ხალხის მიერ გადასახადებით გადახდილ თანხას, საქართველოს ხალხისგან დასაცრელად", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მისივე თქმით, ეს თანხა, რომ საქართველოში სამუშაო ადგილების შესაქმნელად დახარჯულიყო, ბევრად უკეთეს შედეგს გამოიღებდა მოსახლეობისთვის.


მთავარი არხი




კომენტარები:

ფართი შოპი