პრემიერი - „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, პარლამენტში შევა თუ არა, ეს მათთვის თანაბრად პრობლემურია

24 May 2021 13:51

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.


როგორც ღარიბაშვილი განმარტავს, აღნიშნული პარტია პარლამენტში შევა თუ არა, ეს მათთვის თანაბრად პრობლემურია.


„ნამდვილად აღარ მინდა ვისაუბრო ამ მართლაც რადიკალურ ჯგუფზე - „ნაცმოძრაობაზე“. რადგანაც მკითხეთ, მე გეტყვით, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან ისინი - 6 თვის განმავლობაში ამტკიცებდნენ, თითქოს, არჩევნები გაყალბდა და ა.შ. შემდეგ აღმოჩნდა ის, რომ მათ ხელი მოაწერეს რა თქმა უნდა, იმ დოკუმენტს, რომელიც ევროკავშირის მედიატორობით შემუშავდა, მათ სხვა გზა, გამოსავალი არ ჰქონდათ, რომ ამაზე თავიანთი ხელმოწერა არ განეხორციელებინათ. ახლა არიან ძალიან რთული მდგომარეობის, რთული დილემის წინაშე. მათი შესვლაც და არც შესვლაც თანაბრად პრობლემურია მათთვის, იმიტომ რომ თავად ჩაიგდეს საკუთარი თავი ასეთ ჩიხურ მდგომარეობაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი