თუ ეცდებიან ხელი აღმართონ, ან ვინმე დააპატიმრონ, ამას მოჰყვება საყოველთაო გამოსვლა - გოლეთიანი

24 May 2021 16:55

რიონის ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე გამოსვლისას პოლიციელებს სიტყვით მიმართა და თქვა, რომ თუკი ხელისუფლება აქციაზე ვინმეს დაპატიმრებას ან მათზე ხელის აღმართვას შეეცდება, ამას საზოგადოების მხრიდან შესაბამისი და ადეკვატური რეაქცია მოყვება.

გოლეთიანის თქმით, აქციაზე ნებისმიერი დაპირისპირება ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება.

"მოვუწოდებ იმ საპოლიციო ძალებს და ზოგადად, ასე ვთქვათ, იმ რეპრესიულ სულისკვეთებას, რომელიც ხელისუფლებას ჩვენი მოძრაობის მისამართით აქვს, თუ ის ეცდება, რომ რომელიმე ჩვენს თანამებრძოლზე ხელი აღმართოს, ან ვინმე დააპატიმროს ან მით უმეტეს, რაიმე იერიში მიიტანოს მშვიდობიან დემონსტრანტებზე, რომლებიც მშვიდობიანად დგანან და ხელისუფლების არაადეკვატურობისგან იცავენ თავს, მაშინ ამას მოჰყვება მთელი მოსახლეობის საყოველთაო გამოსვლა და ეს იქნება იმდენად მკაფიო ყველასთვის, რომ მე დარწმუნებული ვარ, ამაზე ადეკვატური რეაგირება ექნება მთელს საზოგადოებას.
ეს შეარყევს ხელისუფლებას და პასუხისმგებლობის ნაწილში ეს იქნება მისი პასუხისმგებლობა და არა ჩვენი",-თქვა ვარლამ გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, რომ ნამახვანეჰსის წინააღმდეგ პროტესტმა 23 მაისს თბილისში გადმონაცვლა.


მთვარი არხი




კომენტარები:

ფართი შოპი