კრიტერიუმები, რომელიც ინტერიერის დიზაინის არჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ

24 May 2021 17:59

ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნის შერ­ჩე­ვა იმა­ზე უფრო რთუ­ლია, ვიდ­რე ტან­საც­მლის, ფეხ­საც­მლის ან სუ­ლაც, ავ­ტო­მო­ბი­ლის. ინ­ტე­რი­ე­რი გან­სა­ზღვრავს ადა­მი­ა­ნის გან­წყო­ბას, ხა­სი­ათს, მო­ტი­ვა­ცი­ას. სა­კუ­თარ ინ­ტე­რე­სებ­სა და გე­მოვ­ნე­ბა­ზე მორ­გე­ბულ გა­რე­მოს შე­უძ­ლია ადა­მი­ა­ნი უფრო მხი­ა­რუ­ლი, ბედ­ნი­ე­რი და პო­ზი­ტი­უ­რი გა­ხა­დოს. თუმ­ცა ეს მხო­ლოდ სწო­რად შერ­ჩე­ულ ინ­ტე­რი­ერს შე­უძ­ლია, რაც ძა­ლი­ან ძნე­ლია.


რე­მონ­ტის და­წყე­ბის წინ ყვე­ლა ფიქ­რობს იმა­ზე, თუ რა მოს­წონს. ამ დროს შე­იძ­ლე­ბა თავ­ში ბევ­რი იდე­აც მო­გი­ვი­დეთ. მათ შო­რის სწო­რი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა კი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. უნდა შეძ­ლოთ ბა­ლან­სის დაც­ვა და ბი­ნის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა. ამ პრო­ცეს­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დი­ზა­ი­ნე­რის რო­ლიც. ზო­გა­დად, ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნე­რის კულ­ტუ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­თა­ნა­დოდ არ არის დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა ობი­ექ­ტუ­რი თუ სუ­ბი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზის გამო. ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნე­რის მომ­სა­ხუ­რე­ბას სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბე­ბით მომ­ხმა­რებ­ლებს სამ­შე­ნებ­ლო და სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ჰი­პერ­მარ­კე­ტი ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში - „მი­ჰა­უ­სი“ სთა­ვა­ზობს. „მი­ჰა­უ­სის“ დი­ზა­ი­ნე­რი მა­რი­ამ კენ­ჩხა­ძე კი გირ­ჩევთ, თუ რო­გორ უნდა აარ­ჩი­ოთ ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნის სტი­ლი და რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბი უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ.


ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნის სწო­რად შერ­ჩე­ვა და­მო­კი­დე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა ფაქ­ტორ­ზე, რო­გო­რი­ცაა: ბა­ლან­სი, ბუ­ნებ­რი­ვი სი­ნათ­ლე, ფერ­თა გამა, მა­სა­ლე­ბის სწო­რად შერ­ჩე­ვა, დე­ტა­ლე­ბი და სხვა.,“ - აღ­ნიშ­ნავს მა­რი­ამ კენ­ჩხა­ძე, რო­მე­ლიც თი­თო­ე­ულ ფაქ­ტორ­ზე დე­ტა­ლუ­რად გვე­სა­უბ­რე­ბა.


ბა­ლან­სი ინ­ტე­რი­ერ­ში ერთ-ერთ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს როლს თა­მა­შობს. ის ერ­თგვა­რი ვი­ზუ­ა­ლუ­რი ჰარ­მო­ნი­აა სივ­რცე­ში. ბა­ლან­სის მი­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ტრა­დი­ცი­უ­ლი სი­მეტ­რი­უ­ლო­ბით, ასი­მეტ­რი­უ­ლი­ო­ბი­თა და რა­დი­ა­ლუ­რი წო­ნას­წო­რო­ბით.


ბუ­ნებ­რი­ვი სი­ნათ­ლე აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჯან­სა­ღი გა­რე­მოს შექ­მნის­თვის. ოთახ­ში არ­სე­ბუ­ლი ღი­ო­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მარ­ტი­ვად ხდე­ბა სივ­რცის გა­ნი­ა­ვე­ბა, ვი­ზუ­ა­ლუ­რად ოთა­ხი დიდ­დე­ბა და მზის სხი­ვე­ბიც ად­ვი­ლად აღწ­ვეს სივ­რცე­ში.


ფერ­თა გამა - ფე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით შეგ­ვიძ­ლია მი­ვი­ღოთ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვი­ზუ­ა­ლის ოთა­ხე­ბი. მისი სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ტე­რი­ერ­ში შეგ­ვიძ­ლია შევ­ქმნათ: აქ­ცენ­ტი, რიტ­მი, კონ­ტრას­ტი, ერ­თი­ა­ნო­ბა. მა­გა­ლი­თად შეგ­ვიძ­ლია: ღია ფე­რის კედ­ლებ­თან გა­მო­ვი­ყე­ნოთ ერთი კონ­ტრას­ტუ­ლი ტონი( მკვეთ­რი ფე­რე­ბი : მუქი ლურ­ჯი, შავი, ნა­რინ­ჯის­ფე­რი და სხვა) ამით შევ­ქმნით აქ­ცენტს და სა­ინ­ტე­რე­სო ვი­ზუ­ალს ოთახ­ში. შემ­დეგ გარ­და­მა­ვა­ლი ტო­ნე­ბით დავ­ტვირ­თავთ სივ­რცეს და მი­ვი­ღებთ ერ­თი­ა­ნო­ბას. ის რა­საც კე­დელ­ზე გა­მო­ვი­ყენბთ( მკვეთ­რი ტონი ) შეგ­ვიძ­ლია ინ­ტე­რი­ერ­ში სხვა­დას­ხვა საგ­ნე­ბით, ტექ­სტი­ლი­თა და ფორ­მე­ბით გა­და­ვა­თა­მა­შოთ და შევ­ქმნათ ერ­თგვა­რი რიტ­მი. ფე­რებ­თან მუ­შა­ო­ბა გა­მოწ­ვე­ვაა, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის არ უნდა შეგ­ვე­შინ­დეს.


მა­სა­ლე­ბის სწო­რი შერ­ჩე­ვა - სა­სურ­ვე­ლია ინ­ტე­რი­ერ­ში შე­ვარ­ჩი­ოთ ისე­თი ეკო­ლი­გი­უ­რი მა­სა­ლე­ბი, რო­მე­ლიც ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ზი­ა­ნო არ იქ­ნე­ბა. ასე­ვე უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ მა­სა­ლე­ბის ფერი, ტექ­სტუ­რა, მათი პრაქ­ტი­კუ­ლი მხა­რე, გამ­ძლე­ო­ბა და ა.შ.


დე­ტა­ლე­ბი - ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ტე­რი­ე­რი იქ­მნე­ბა დე­ტა­ლე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც გარ­კვე­ულ ემო­ცი­ა­სა და გან­წყო­ბას ქმნის. თი­თო­ე­უ­ლი პა­ტა­რა სა­გა­ნი, დე­ტა­ლი და აქ­სე­სუ­ა­რი ქმნის სა­ბო­ლოო შე­დეგს ინ­ტე­რი­ერ­ში.


აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და „მი­ჰა­უ­სის“ დი­ზა­ი­ნე­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, შეძ­ლებთ შექ­მნათ ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნი, რო­მე­ლიც ჰარ­მო­ნი­ა­სა და სიმ­შვი­დეს, პო­ზი­ტი­ურ გან­წყო­ბას შე­გიქ­მნით.


ამბები.ge 


  


კომენტარები:

ფართი შოპი