იუსტიციის სახლის მიმდებარედ, სადაც „ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს, ხმაურია

24 May 2021 18:53

იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც „ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს, ხმაურია.


სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილიდან გადასვლისკენ მოუწოდებენ, ვინაიდან, მათივე თქმით, ეს სამართალდარღვევაა.


„ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. ადგილზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია. აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლამდე მსვლელობით „რესპუბლიკის მოედნიდან“ თაბუკაშვილის ქუჩის გავლით მივიდნენ. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის სამინისტრო სწორედ იუსტიციის სახლშია განთავსებული.




კომენტარები:

ფართი შოპი